კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოავლეობის შემსრულებლად პოლიციის უფროსის მოადგილე დაინიშნა

9 სექტემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლს ემიკო ფექრიშვილს საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა, მის გათვისუფლებისა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი პოლიციელის ზაზა გულიაშვილის კანდიდატურას რიგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი. ხმათა უმრავლესობით ფეიქრიშვილი გულიაშვილმა ჩაანცვლა. რამ განაპირობა საკდრო ცვლილებები? პასუხისგაცემა უჭირს ფეიქრიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები კი კითხვას თავს არიდებენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის შენობასთან ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ემიკო ფეიქრიშვილისა და საკრებულოს მიერ არჩეული ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა გულიაშვილის მხრდამჭერებს შორის შელაპარაკება მოხდა.

,,მაშინაც უკანონობა იყო სააკაშვილის დროს და ახალაც უკანონობაა, მაშინაც იყო პოლიციის ხელში მთავარობა და დღესაც პოლიციის ხელშია მთავრობა და ზუსტად იქიდან არის ზეწოლა“-აცხადებს ფეიქრიშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერი.
 
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დეპუტატებმა ფეიქრიშვილი გადაყენეს და მის ადგილზე ქარელის პოლიციის უფროსის მოადგილეს, ზაზა გულიაშვილს დაუჭირეს მხარი. რამდენად კანონიერად მიიღო საკრებულომ დღევანდელი გადაწყვეტილება ამის შესახებ საუბარს ის დეპუტატებიც ერიდებიან, ვინც ზაზა გულიაშვილის კანდიდატურას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა. 

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ემიკო ფეიქრიშვილისთვის: ,,დამირეკეს და მითხრეს რომ  უნდა ჩამოვსულიყავი, ბათუმში ვიყავი, რომ ჩამოვედი და დამხვდა ესეთი სიტუაცია, ჩემი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჰქონდა დაწერილი საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულო რიგარეშე სესისთვის ემზადებოდა.  დავსვი შეკითხვა რა მოტივით, რა არის საფუძველი გათავისუფლების? ჩემი გადასწყვეტიაო,  მითხრა საკრებულოს თავმჯდომარე სხვა მეტი მიზეზი ვერ გავიგე“- აცახადებს ფეიქრიშვილი.

საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონს უწოდებს ,,საიას“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევენ ბებიაშვილი, რომელიც საკრებულოს სხდომას ესწრებოდა და დეპუტატებს სხდომაზევე განუმარტა რომ ისინი კანონს არღვევდნენ, რადგან კანონის მიხედვით უფლება არ ჰქონდათ გარეშე პირისთვის ეყარათ კენჭი, ბებიაშვილის განმარტებით, თვითმართველობისა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მისი მეორე მოადგილე უნდა აერჩია საკრებულოს.
 
,,გაურკვეველი იყო გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის ბრძანების გაუქმების საფუძველი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი და ასევე რატომ გახდა საჭირო გარეშე პირის შემოყვანა, მაშინ როდესაც არსებობს მოადგილე, ესეც არის გაურკვეველი, აქმდეც უნდა ჩატარებულიყო გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი, რასაც ითვალიწინებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რაც არ განხორციელებულა. დღემდე უკვე მეოთხე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო“-განაცხადა ბებიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ღვინიაშვილს, იმის შესახებ თუ რის საფუზველზე მიიღო ფეიქრიშვილის გათვისუფლების გადაწყვეტილება, დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია, საკრებულოს სხდომაზე განმარტა რომ ეს მისი ბრძანებით მოხდა. ემიკო ფეიქრიშვილი მუშაობას ქარელის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აგრძელებს, მიიჩნევს რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება უკანონო იყო და დეპუტატებიც შეცდომაში იქნენ შეყვანილი. ის ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვისგან თავს იკავებს.

ახალი ამბები