კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთში 30210 ამომრჩეველია დარეგისტრირებული

9 სექტემბერი, 2013
 
სალომე გოგეშვილი, ლანჩხუთი

როგორც Humanrights.ge–სთვის ლანჩხზუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიიდან გახდა ცნობილი, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე დარეგისტრირებული ჰყავს 30210 ამომრჩეველი, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ოდნავ მეტია ( 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ლანჩხუთის რაიონში დაფიქსირდა 30130 ამომრჩეველი, აქედან არჩევნებზე ხმა მისცა 22 113 ადამიანმა).

 როგორც ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ნაკაიძემ,  Humanrights.ge განუცხადა, ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას, რომლის სახელითაც საპრეზიდენტო კანდიდატები იყრიან კენჭს არჩევნებში, არ ჰყავს დაკომპლექტებული თავისი წარმომადგენლები კომისიაში:  

“საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისთვის კონკურსი უკვე გამოცხადებულია და 11 სექტემბერს უკვე დასრულდება განაცხადების განხილვა, შექმნილია სპეციალური სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მოქალაქეთა მომსახურებას”  – აღნიშნა ნაკაიძემ, რომლის თქმით, საოლქო კომისიაში დღეისათვის უკვე მიღებულია 195-ზე მეტი განაცხადი. 

ნაკაიძის ინფორმაციით, საუბნო კომისიების 13 წევრს კენჭისყრით ირჩევენ.
მისივე თქმით, ჟურნალისტებს უკვე შეუძლათ   აკრედიტირება  გაიარონ საოლქო კომისიაში, სადაც მათ მოვლენებისა და ფაქტების ობიექტურად გაშუქებისთვის ყველა პირობა შეექმნებათ.

ახალი ამბები