კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მოქმედ ვიცე-მერებს შესაძლოა თანამდებობების დატოვება მოუხდეთ

9 სექტემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ვიცე-მერის კოტე რატიანის სარჩელი დააკმაყოფილა. შედეგად, ქუთაისის მერიის ახალ ადმინისტრაციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაეკისრა, რაც რატიანის თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას გულისხმობს.

შესაძლოა, უახლოეს დღეებში სასამართლომ დაკმაყოფილოს კიდევ ერთი ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის სარჩელიც, რომელიც მერის ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე წლის 18 ივნისს, თანამდებობიდან რატიანთან ერთად იგივე ბრალდებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევისთვის იქნა გათავისუფლებული.

იმ შემთხვევაში, თუ რატიანი თანამდებობაზე დაბრუნდა და ასევე, დაკმაყოფილდა ძოწენიძის სარჩელი, მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს და ვიცე-მერს გია შარაბიძეს თანამდებობების დატოვება მოუწევთ.  ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მერიაში ახალი შტატების დამატება გათვალისწინებული არ არის.

ახალი ამბები