კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარნეულში გამგებლის მოადგილეები კვლავ შეიცვალნენ

10 სექტემბერი, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გარდაბნის რაიონის მსგავსად გამგებლის მოადგილეები არჩევნების შემდეგ მეორედ შეიცვალნენ მარნეულშიც. ქვემო ქართლის ორ რაიონში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს სხვა მსგავსებაც აქვთ - ახალი კადრები შსს-ს ყოფილი თანამშრომლები არიან. 

,, ჩვენთან შეიცვალა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები. მათ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს თანამდებობები. 20 აგვისტოს დაწერა განცხადება აწ, უკვე ყოფილმა მოადგილემ, თამაზ ენუქიძემ. 2 სექტემბერს ამ ადგილზე დანიშნვის სურვილით განცხადება მერაბ თოფჩიშვილმა შემოიტანა და მის დასანიშნად ბრძანება მზადდება. რაც შეეხება მეორე მოადგილეს, მან განცხადება 7 აგვისტოს დაწერა და 8 აგვისტოს მის ნაცვლად, რამინ ისმაილოვი დაინიშნა“,- ამბობს მარნეულის გამგეობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო დეკანოიძე. კითხვაზე  რა გამოცდილების ხალხი მიიღეს სამსახურში ამბობს, რომ მათ ორივეს უმაღლესი განათლება და შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

,, ამ თანამდებობაზე კონკურსი არ გამოცხადებულა, ეს კადრები გამგებლის ბრძანებით დაინიშნენ. აღნიშნულ უფლებას მას კანონი ანიჭებს და  ამისთის საკრებულოს თანხმობა არ არის საჭირო“, - დასძენს დეკანოიძე.

შსს-დან გამგებაში მოსული, მარნეულის გამგებლის მოადგილის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რამინ ისმაილოვი ამბობს, რომ პოლიციის შემდეგ გამგეობაში მუშაობა მისთის ადვილია.

,, 2002 წელს დავამთავრე პოლიციის აკადემია. შემდეგ შსს-ში სხვადასხვა პოზიციებზე 2011 წლამდე ვმუშაობდი. სამსახურიდან წავედი პირადი პატაკის საფუძველზე.  2012 წელს კი, აღვიდგინე თავი  ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში და აგვისტომდე ვმუშაობდი მარნეულის საუბნო განყოფილების უფროსად“, - ამბობს ისმაილოვი.
 
აღსანიშნავია, რომ  მის წინამორბედს წასვლის შესახებ განცხადება 7 აგვისტოს აქვს დაწერილი, ისმაილოვს კი, თანამდებობის დაკავების სურვილი გამგეობაში წერილობით 8 აგვისტოს აქვს გაცხადებული.  

კითხვაზე, გამგებლის მოადგილის თანამდებობის გათავისუფლება როგორ შეიტყო, ამბობს, რომ გამგებელმა და ,,უფროსობამ “  დაურეკა და ,,გვერდში დგომა“  სთხოვა. 

ახალი ამბები