კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დემოკრატიული მოძრაობის“ გორის ოფისებმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს

10 სექტემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები, საპრეზიდენტო   კანდიდატების საარჩევნო შტაბების მოვალეობას ასრულებენ. ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქრთველოს“  გორის ორგანიზციის პარტიული აქტივი საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებსა და წარმომადგენელბის შერჩევითაა ამ ეტაპზე დაკავებული. 

,,ახალ ბრძოლა საარჩევნო უბნებზე მიდის“ –ამ სიტყვებით იწყებს ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის,  გორის რაიონული ორგანიზიის თავმჯდომარე თამარ კოდოშვილი  ჩვენთან საუბარს და გვიყვება იმ მექანიზმზე რომლის ამოქმედებსაც ,,დემოკრატიული მოძრაობა“ არჩევნებზე აპირებს.

,,აქტივს შერჩევის შემდეგ, ჩაუტარდებათ ტრენინგები იმისთვის, რომ სრულფასოვანი და სამართლიანი დაკვირვება შეძლონ საარჩევნო პროცესზე და არავის მივცეთ გაყალბების საშუალება“ –აცხადებს კოდოშვილი.

,,დემოკრატიული მოძრობა“ არაკვალიფიციური სუბიექტია და აქედან გამომდინარე, მათ კომისიის წევრები ვერ ეყოლებათ საარჩევნო უბნებზე. გორის საოლქო კომისიაში 122 საარჩევნო უბანი შედის, აქედან თითოეულ უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დემოკრატიულ მოძრობას ერთი დამკვირვებელი და ერთი წარმომადგენელი ეყოლება ჯამში სულ 244 ადამიანი, ძირითადად ამით იქნება დაკავებული  ნინო ბურჯანაძის შტაბის პარტიული აქტივი გორისა და მის რაიონში.
 
ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე მიუღებელი როგორც ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისე ,,ქართული ოცნების“ ორგანაზაციის ადგილობრივი წევრებისთვის. ერთ–ერთ საჯარო შეხვედრის დროს ,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის წევრმა, მიშა გოგიაშვილმა განაცხადა რომ მეორე ადგილზეც ვერ გავა ნინო ბურჯანაძე და მას ბაქრაძეც აჯობებს. ,,ბურჯანაძეზე მიმართული ბინძური კამპანია არის მახინჯი კოჰაბიტაციის ბრალი, ხალხმა შეიძლება გაუძლოს გაჭირვებას, შიმშილს მაგრამ ღირსების აყრას ვერ შეეგუება და ეს კარგად იცის ნაციონალურმა მოძრაობამაც და ქართულმა ოცნებამაც, რომლებმაც სამართლიანობა ვერ აღადგინეს, რადგან ის დამიანები ვინც წინასაარჩევნოდ ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდა და ქვებს ესროდნენ დაუსჯელები არაიან და უფრო მეტიც, თანამდებობეზეც მუშაობს მათი ნაწილით. ვის მოეკითხა პასუხი? ნინო ბურჯანაძე ამ მახინჯ კოაბიტაციას დაასრულებს და სამართლიანობა იზეიმებს, ყველა დაისჯება ვინც დასაჯელია, ვისაც წვლილი მიუძღვის უკანონობაში, მარტო მერაბიშვილის და ახალაიას დაკავება არ და ვერ იქნება სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობა იზეიმსს საპრეზიდენტო არჩევნების შედგეგ, რადგან ხალხი მიხვდა რომ ოცნებამ თავი ვერ გაართვა ქვეყნის მართვას და ამას შეძლებს ნინო ბურჯანაძე“–აცხადებს კოდოშვილი, რომელიც განმარტავს რომ ამ დროისთვის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ არის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელებზე, რასაც ადგილი  ჰქონდა გასულ წლებში, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდის დროს. თამარ კოდოშვილი რეგიონში ადამინისტრაციული რესურსიის გამოყენებაზე საუბრობს და საარჩევნო კოდექსის შეცვლას ითხოვს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარ პირობებებში და მართველი პარტია ხელისუფლებისგან გამიჯნული იყოს. 

ახალი ამბები