კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, სასამართლოს მიმართავს

11 სექტემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სასამართლოს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ემიკო ფეიქრიშვილმა 9 სეტემბერს გორში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ  პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფეიქრიშვილმა ჟურნალიტებს განუცხადა, საკრებულოს თავჯდომარე პაატა ღვინიაშვილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაიბარეს, დაემუქრნენ და ზეწოლის შედეგად მიიღბინეს ფეიქრშვილის გათავისუფლების საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის გადაწყვეტილება. ფეიქრიშვილი სასამართლოსგან  30 აგვისტოს  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იმ  გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლის შედეგადაც , ის თანამდებობიდან გათავისუფლდა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი პოლიციელის ზაზა გულიაშვილი დაინიშნა.

,,როდესაც მოქმედი პოლიციის უფროსი მოვიდა კაბინეტში და მითხრა, რომ ზემოთ არის გადაწყვეტილი ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება, ვკითხე მოტივი და ვერ მიპასუხა. მაშინ მე ვთხოვე დაესახლებინა ვინ იყო ის პიროვნება, რომელმაც ჩემი სასამხურიდან გაშვება მოითხოვა. მან  შინაგან საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილი დაასახელა“- ამბობს ფექრიშვილი. 

ქარელის პოლიციის  უფროსის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა გულიაშვილი კი, უარყოფს ფეიქრიშვილთან მსგავს საუბრებს. საკრებულოს თავმჯდომარეც უარყოფს ფეიქრიშვილის ბრალდებებს და ამბობს,  რომ თუ უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს,  ამას სასამართლო დაადგენს.

ფეიქრიშვილის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი თავჯდომარე ქეთევან ბებიაშვილი დაიცვას, მისი თქმით საკრებულომ დაარღვია კანონი როდესაც დაუსაბუთებლად გაათავისუფლა სამსახურიდან ფეიქრიშვილი და მის ადგილზე კონკურსის გვერდის ავლით გარეშე პირის კანდიდატურას უყარა კენჭი. 

,,უკანონოდ მოხდა გათავისუფლება ვინაიდან ამ პერიოდში აუცილებლად  უნდა გამოეცხადებინათ კონკურსი და მხოლოდ ამ გზით უნდა მომხდარიყო ცვლილების განხორციელება, მით უფრო რომ ქარელის მუნიციპალიტეტში ბატონი ემიკოს გარდა იყო კიდევ ერთი მოადგილე რომელიც ობიექტური და სამართლიანი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში უნდა დაენიშნა საკრებულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. მაგრამ არავითარ შემთხვევაში გარეშე პირი არ უნდა ყოფილიყო შემოყვანილი. გარდა ამისა, ფეიქრიშვილის გათავისუფლების მოტივი საკრებულოს არ დაუსაბუთებია“ - აცხადებს ,,საია“ წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი.

ახალი ამბები