კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვებულებიდან დაბრუნებული მერი თანამდებობიდან გადადგა

12 სექტემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სტაბილურ ვითარებაში იმუშაონ, ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. საპარლამენტო ქალაქში საკონკურსო-საატესტაციო კომისია იმ კონკურსის შედეგებს აჯამებს, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, მერიის სამსახურის უფროსების, მათი მოადგილეებისა და განყოფილების ხელმძღვანელების შესარჩევად (სულ 52 ვაკანსია) გამოცხადდა.  გუშინ თანამდებობიდან ქუთაისის მერიც გადადგა. 

დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წევრებმა მისი დანიშვნიდან  მალევე დააყენეს. მათ მერის იმპიჩმენტის საკითხს სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნეს. მაგრამ  22 აგვისტოს მერი შვებულებაში გავიდა და შესაბამისად, აღნიშნული გეგმა ჩაიშალა. 

11 სექტემბერს კი,  დიმიტრი კოპალიანი სამსახურში დაბრუნდა. თუმცა, ვიცე-მერებსა და საკრებულოს წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ კოპალიანი ქუთაისის მერად მიმდინარე წლის 5 ივნისს, ამერიკაში 22 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ,  კონკურსის გზით დაინიშნა. 

ახალი ამბები