კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის საკრებულოს ახალი განყოფილება ემატება

12 სექტემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციამ „თვითმმართველობა განვითარებისთვის“ საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე შეიტანა ინიცირებული საკითხი საკრებულოს აპარატში დამატებით კიდევ ერთი სარედაქციო განყოფილების შექმნის შესახებ. ცნობისათვის, საკრებულოს აპარატში ამ დროისთვის უკვე არსებობს ორი განყოფილება: საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საოქმო განყოფილებები.

საკრებულოს სხდომაზე, სადაც ეს საკითხი უნდა განხილულიყო, გაირკვა, რომ ზემოხსენებული ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, დალი კვერენჩხილაძემ ამ საკითხის შესახებ არაფერი იცოდა. რაც შეეხება აპარტის უფროსს ნინო ძიძიგურს, მისი განაცხადებით, ახალი განყოფილების შექმნის იდეის შესახებ საკრებულოს სხდომის წინა დღეს, სამუშაო საათების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო:

„იმის გათვალისწინებთ, რომ საკრებულოს აპარატში უკვე ფუნქცინირებს ორი განყოფილება, გარდა ამისა, საკრებულოს თითოეულ კომისიასა და ფრაქციების უმრავლესობას ემსახურება კონსულტანტი, ასევე აპარატში შემოდის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეც, დამატებით ახალი განყოფილების ჩამოყალიბება საკრებულოს აპარატში გაუმართლებლად მიმაჩნია“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ფრაქციის თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ინიცირებული და მომზადებულია მის მიერ:

„სულ ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ლანჩხუთის საკრებულოს ძალიან კარგი აპარატი ჰყავს, მაგრამ ჩვენმა ფრაქციამ ჩათვალა, რომ უკეთესი მუშაობისათვის კარგი იქნებოდა ახალი განყოფილების შექმნა“, - გვითხრა ჩიტიძემ.

საკრებულოს წევრმა,  დავით წულაძემ Humanrights.ge-თან საუბარში აღნიშნა,რომ დამატებით  კიდევ ერთი ახალი განყოფილების შექმნა საკრებულოს აპარატში გამოიწვევდა ისედაც მწირი ბიუჯეტის კიდევ უფრო შემცირებას:

„მაქვს ინფორმაცია, რომ განყოფილება იქმნებოდა კონკრეტული პიროვნებებისათვის. აპარატში არსებობს ორი განყოფილება და დამატებით კიდევ ერთი განყოფილება, თავისი უფროსითა და მომსახურე პერსონალით ცხადია, ბიუჯეტის შემცირებას გამოიწვევს“, - აღნიშნა წულაძემ.

Humanrights.ge  გამგეობის იურიდიულ სამსახურს დაუკავშირდა და საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. სამსახურის უფროსის, შოთა ჩაგუნავას განცხადებით, ფრაქციის მიერ საკითხის ინიცირება არ ეწინააღმდეგება საკრებულოს რეგლამენტს. 

ახალი ამბები