კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკოში ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე დარეგისტრირებულია

13 სექტემბერი, 2013
 
თამთა  თვალავაძე

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის  ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატია რეგისტრირებული. პრეზიდენტობის  მსურველი  სხვა კანდიდატების რეგისტრაციის  საკითხი  ამჟამად  განხილივის პროცესშია. გადაწყვეტილების  მიღების  კანონით გათვალიწინებული  ვადა  27 სექტემბერს იწურება.

უკვე  რეგისტრირებულნი  არიან :  მიხეილ  სალუაშვილი, შალვა ნათელაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ნესტან კირთაძე, გიორგი ლილუაშვილი, სერგო  ჯავახიძე. რამდენიმე  კანდიდატი  არ დაურეგისტრირებიათ. ამის  მიზეზი ძირითადად,  ორმაგი  მოქალაქეობაა. კანდიდატობის  მსურველი ზურაბ წიწუაშვილი ერთდროულად  არის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების  მოქალაქე.შესაბამისად მას  უარი განუცხადეს  რეგისტარციაზე. ეს ინფორმაცია  სახელმწიფო სერვისების  განვითარების  სააგენტოს  მიერ დასტურდება. რეგისტარციაზე უარი  განუცხადეს  საინიციატივო ჯგუფის  მიერ  წარდგენილ ორ კანდიდატსაც : მერაბ სულიაშვილს და  ავთანდილ იოსელიანს.

ორმაგი  მოქალაქეობა ( საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ) მერაბ სულიაშვილსაც აქვს.  მხოლოდ  რუსეთის  ფედერაციის  მოქალაქეა კანდიდატობის  მსურველი ავთანდილ  იოსელიანი, საქართველოს მოქალაქეობა  მას  შეწყვეტილი აქვს. ყველა მათგანს, რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

ორმაგი  მოქალაქეობის  გამო კიდევ სამ კანდიდატი: გიორგი  გახოკია, ტარიელ ხვედელიძე, სალომე ზურაბიშვილი  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ  დაურეგისტრირები. მათ  შორის  ორმა ცესკოს გადაწყვეტილება  სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა ცესკოს თავმჯდომარის უარი.

ახალი ამბები