კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

35 წლის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახი შეწყალებას ითხოვს

13 სექტემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

პატიმარ ვალერი კოჩუაშვილის მამა შვილის შეწყალებას ითხოვს. როგორც ის გვიყვება, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ვალერი კოჩუაშვილი სასჯელს გლდანის მერვე საპყრობილეში იხდიდა, სადაც გასული წლის 13 სექტემბერს უმოწყალოდ იქნა ნაცემი, რასაც პატიმრის ოჯახი მათ ,,ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას უკავშირებდა.

,,ჩვენი ოჯახი ბიძინა ივანიშვილს ვუჭერდით მხარს და ,,ქართულ ოცნებაშიც“ გავწევრიანდით,  ამის შემდეგ ჩემთან პოლიციელები იყვნენ მოსულები და მითხრეს დაანებე თავი ოპოზიციას, ხომ იცი შენი შვილი სად არის და თავს თუ არ უფრთხილდები, მას მაინც გაუფრთხილდიო, შეშინებულები ვიყავით მაგრამ იმ პერიოდში შვილის ნახვის საშუალება არ მოგვცეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოვახერხეთ მისი ნახვა.იყო სასტიკად ნაცემი, კოჭლობდა და ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული,  13 სექტემბერს უცემიათ და უთქვიათ რომ შენმა ოჯახმა ცაგაგდო ამ დღეშიო, ვერ ეშვებიან ოპოზიციას და შენც არ გეღირსება მშვიდი ცხოვრებაო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამედიცინო შემოწმებისას აღმოაჩნდა ხერხემლის დაზიანება.  ბოლოს რომ ვნახეთ უკვე კოჭლობდა და ჯოხით გადაადგილდებოდა, ჩემა შვილმა შეწყალების თხოვნით მიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, საიდანაც  უარი მიუვიდა, მე ერთი თვის წინ მივმართე განცხადებით საჯელაღსრულების დეპარტამენტს. განცხადებას 40 კაცი აწერდა ხელს, მაგრამ პასუხი მომივიდა, განხილვის პროცესშიაო.  ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, არ ითმენს, ძლიერი ტკივილები აქვს, ახლა შედარებით კარგ პირობებშია რუსთავი მეორე დაწესებულებაში, აქამდე გლდანის მეოთხე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, სადაც ჯოჯოხეთი გამოიარა. არანაირი ყურადღებას არ აქცევდნენ,  წამლსაც კი არ აძლევდნენ. 11 თვე აქვს დარჩენილი და ვითხოვ შეწყალებას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება“ -  აცხადებს პატიმრის მამა ალექსი კოჩუაშვილი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელისთან შეხვედრასაც ითხოვს.

ახალი ამბები