კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეს იყო ბრძოლაში გადაზრდილი- პოლიტიკური თამაში, რომელშიც არ ჩავერთე- ქუთაისის ყოფილი მერი პირველ კომეტარს აკეთებს

16 სექტემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

11 სექტემბერს ქუთაისი კვლავ მერის გარეშე დარჩა. შვებულებიდან დაბრუნებული დიმიტრი კოპალიანის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. მოლოდინი, რომელიც ხალხში მისი კონკურსის გზით დანიშვნის პირველივე დღეებიდან გაჩნდა, 11 სექტემბერს მერის კაბინეტში გამართულმა ხანგრძლივმა საუბარმა ადგილობრივ ჩინოვნიკებთან საბოლოოდ დაასრულა. 

იმაზე, თუ რა მოხდა 11 სექტემბერს დახურულ კარს მიღმა, სადაც დიმიტრი კოპალიანთან ერთად ვიცე-მერები და ქუთაისის საკრებულოს წევრები საგანგებოდ შეიკრიბნენ, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. საკრებულოს წევრემა, ისევე როგორც მერის მოადგილეებმა, მედიასთან განაცხადეს, რომ არ იციან რა გახდა მერის გადადგომის მიზეზი.

თავად კოპალიანმა მომხდარის თაობაზე მედიასთან საუბარი არ ისურვა. მოგვიანებით კი, რამდენიმედღიანი დუმილი დაარღვია და ქუთაისის მერიაში არსებულ არასამუშაო გარემოსა და ადგილობრივი ჩინოვნიკების კორუმპირებულობაზე პირველი კომენტარი გააკეთა. 

"ამერიკიდან ქუთაისში ერთადერთი მიზეზით დავბრუნდი - ის ცოდნა და სამუშაო გამოცდილება, რომელიც ამერიკაში ცხოვრების დროს დამიგროვდა,  ჩემი მშობლიური ქალაქის განვითარებისთვის გამომეყენებინა. მე მთელი გულით მსურდა ამის გაკეთება. მინდოდა, დაგვემეგობრებინა ქალაქები, მოგვეზიდა ინვესტიციები, შეგვექმნა სამუშაო ადგილები. რეალურად იყო ამის შანსი. თუმცა, აქ, სამწუხაროდ, არასამუშაო გარემო შეიქმნა. არ შედგა კომუნიკაცია მერსა და თვითმმართველობის სტრუქტურებს შორის. პირიქით, პირადი ინტერესები გამოიკვეთა. მოკლედ, ბრძოლა გაიმართა პოლიტიკურ ძალთა შორის, რომელშიც არ ჩავერთე", - აცხადებს დიმიტრი კოპალიანი   humanrights.ge-სთან საუბარში. 
  
ყოფილი მერი ქუთაისის თვითმმართველობაში გამჭვირვალობის კუთხით არსებულ კრიზისზე საუბრობს. მისი განმარტებით: "ქალაქის მართვის პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარმართულიყო, რაც გულისხმობს ყოველთვიურ ანგარიშს საზოგადოების წინაშე. აქ, პირველ რიგში, ფინანსური დოკუმენტაცია იგულისხმება. ასევე, სოციალური, ჯანდაცვის სფერო და ა. შ. ვფიქრობ, ეს აღმოფხვრიდა უნდობლობას საზოგადოების მხრიდან თვითმმართველობის სტრუქტურების მიმართ."

დიმიტრი კოპალიანი, რომლის გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან პროტესტის მწვავე ფორმა მოჰყვა (მრავალშვილიანი დედა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიჭრა და საკრებულოს წევრებს, ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა), თვლის, რომ თანამშრომლობის ნაცვლად, საკრებულომ იჩქარა, როცა მერის იმპიჩმენტზე დაიწყო ზრუნვა. 

"ჯობდა მაისამდე თავი შეეკავებინათ. ქალაქის განვითარებისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. საბოლოოდ კი, ვფიქრობ, საკრებულო უნდა გამოიცვალოს, ქალაქი უნდა განვთარდეს", -  აცხადებს დიმიტრი კოპალიანი humanrights.ge-სთან საუბარში. 
  
საკრებულოში კი, ამ დრომდე აქტიურად მსჯელობენ, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას. კოპალიანის შვებულებაში ყოფნის პერიოდში ეს პოზიცია დროებით მის პირველ მოადგილეს კოტე ლომიძეს ეჭირა. ამჯერად კი, როგორც მერიის ადმინისტრაციიაში აცხადებენ, ეს შანსი ოთხივე ვიცე-მერს თანაბრად აქვს. 

ახალი ამბები