კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიციის ლანჩხუთის შტაბში დაპირისპირება გრძელდება

17 სექტემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტამდე 2 დღით ადრე, სოფელ აკეთის რწმუნებული, გულნარა ჩიჩუა თავის დაწვით იმუქრებოდა. ის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსს გოგი ხელაძეს დაუპირისპირდა,რომლის წარდგენაც “ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ოფისში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. 

Humanrights.ge–სთან საუბარში აკეთის რწმუნებულმა გულნარა ჩიჩუამ განაცხადა, რომ ის გოგი ხელაძის გადადგომას ითხოვს, რადგან ხელაძეს ნაციონალურ მოძრაობასთან აქვს კავშირები. 

„საუბნო საარჩევნო კომისიები ნაციონალებმა ჩაიგდეს ხელში და ამ არჩევნებს ბაქრაძე მოიგებს. მთელი კომისია „ნაციონალებით“ დაკომპლექტდა, ყველა სოფელში ასეთი სიტუაციაა, მე ახლა მაქვს საუბრის უფლება, რახან უკვე სამუშაო საათები დასრულებულია და ამიტომაც ვაკეთებ ამ განცხადებას, ყველა მოღალატე აღმოჩნდა, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსმა გოგი ხელაძემ, ასევე „თავისუფალმა დემოკრატებმა“, გაგვყიდეს.  თუ ხელაძე არ გადადგა,  თავს ვიწვავ, ცოტა დრო აქვს დარჩენილი, სასწრაფოდ გადადგეს“ - ამბობს ჩიჩუა.

Humanrights.ge  კოალიციის შტაბის უფროსს, გოგი ხელაძესაც დაუკავშირდა:
„ ტყუილია, რომ მე „ნაციონალებთან“ რაიმე კავშირი მაქვს. ეტყობა, ვიღაცებს რაღაც ინტერესი აქვთ, ასეთ უსაფუძვლო ბრალდებას რომ მიყენებენ“ - აღნიშნა ხელაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილმა პრესკონფერენციაც გამართა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფი ცდილობს პროვოკაცია მოაწყოს და სიტუაცია არიოს:

„აკეთის რწმუნებული გულნარა ჩიჩუა სამუშაო საათებში აპროტესტებდა საუბნო კომისიების წევრების არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ყველა რწმუნებული, არ ჩაერიონ საარჩევნო კამპანიაში, მაინც მოხდა ისე, რომ ჩვენმა რამდენიმე რწმუნებულმა არ დაგვიჯერა.  ამ საკითხს აუცილებლად შეისწავლის სპეციალური კომისია. ვიღაცები სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობენ“ - ამბობს ზენაიშვილი. 

ახალი ამბები