კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავში „ოცნების“ ყოფილი აქტივისტები ბურჯანაძის შტაბს შუერთდნენ

17 სექტემბერი, 2013
 
რუსუდან გოგოლაძე, ქვემო ქართლი

14 სექტემბერს, რუსთავში „ქართული ოცნების“ 40-მდე მხარდამჭერი „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის ადგილობრივ საარჩევნო შტაბს შეუერთდა. მათ, კოალიციასთან გამიჯვნის მიზეზებზე შტაბთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედების გამომწვევი მიზეზი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქალაქში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გახდა.

,,მე გახლდით „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, ქალაქ რუსთავის #2 საარჩევნო უბანზე. პარტიის მხრიდან წინასაარჩევნოდ უამრავი დაპირება გაიცა, რომელთაგან არცერთი არ შესრულებულა. საზოგადოება გაწბილებული და იმედგაცრუებული დარჩა. ,,ქართულ ოცნებაში“ ისეთ ადამიანებზე გაკეთდა აქცენტი, რომელთაც ქალაქის წინაშე არანაირი დამსახურება არ აქვთ, ამიტომაც გადავწყვიტე შტაბიდან წასვლა“, - განაცხადა ,,ოცნების“ ყოფილმა კოორდინატორმა,  გიორგი მანჯავიძემ.

ახალი ამბები