კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში სროლის ინციდენტის დროს დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

17 სექტემბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამ პირს ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნტარაძეს და რუსეთის მოქალაქეს იუსუფ ლაკაევს, რომლებიც ბათუმში მომხდარი სროლის ინციდენტის შემდეგ დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

პოლიციის თქმით, იუსუფ ლაკაევმა 13 სექტემბერს საღამოს ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელების მისამართით გაისროლა და ერთ–ერთი პოლიციელი და გამვლელი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, ლაკაევს თან ახლდა საქართველოს ორი მოქალაქე ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე. სამინისტროს განცხადებით, ლაკაევი მას შემდეგ დაიჭრა, რაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. შსს–ს განცხადებით, ჭრილობები მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ლაკაევი საქართველოში „არალეგალურად“ შემოვიდა.

შსს–მ განაცხადა, რომ იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ანტიტერორისტულმა ცენტრმა მოიპოვა, წულუკიძეს და ბახუნტარაძეს თურქეთში „უკანონოდ“ უნდა გადაეყვანათ იუსუფ ლაკაევი. 

ანალოგიური სახელისა და გვარის პიროვნება, რომელიც ჩეჩნეთშია დაბადებული, ფიგურირებს იმ პირთა სიაში, რომლებიც, როგორც რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, „ექსტრემიზმთან“ და „ტერორიზმთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. აღნიშნული სია თან ერთვის 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რუსეთის ოპერატიული შტაბის 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებას.

შსს-ს პრესამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ამჟამად გამოძიება ადგენს არის თუ არა დაკავებული ლაკაევი ის პირი, რომელიც სიაში ფიგურირებს. 

„მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბათუმში დაკავებული პიროვნების დოკუმენტაცია და აღნიშნულ სიაში არსებული დოკუმენტაცია ემთხვევა ერთმანეთს.  დანარჩენი არის თუ არა ერთი და იგივე პიროვნება, გამოძიების დასადგენია“, - განაცხადა გიორგობიანმა. 

ბათუმში მომხდარი სროლის ინციდენტის კომენტირებისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთს სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის ორი ქვეყნის სამართალდამცავების თანამშრომლობა შესთავაზა, რაც „დღემდე უპასუხოდ არის რუსეთის მხრიდან დატოვებული“.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, ძალიან კარგია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ფხიზლად არიან მიუხედავად იმისა, რუსეთი გამოხატავს მზადყოფნას თუ არა ითანამშრომლოს ამ კუთხით.  საქართველოს უსაფრთხოება ეს ჩვენი შესაბამისი სტრუქტურების და ყველა პასუხისმგებელი ინსტიტუტის მოვალეობაა“, – განაცხადა ჯალაღანიამ.

ახალი ამბები