კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

19 სექტემბერი, 2013
 
თამთა  თვალავაძე 
   
საქალაქო სასამართლოში  ბაჩო ახალაიას  წინააღმდეგ სისხლის სამართლის მესამე  საქმის  განხილვა  მიმდინარეობს. 17 სექტემბერს დანიშნული სასამართლო განხილვა, სადაც მხარეებს  საბოლოო სიტყვა  უნდა წარმოედგინა, პროკურორ  რევაზ ნადოის  გამოუცხადებლობის  გამო გადაიდო. მოსამართლემ  პროკურორის  გამოუცხადებლობა  არასაპატიოდ ჩათვალა  და  მას  300-ლარიანი  ჯარიმა  დააკისრა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ  სისხლის  სამართლის მესამე  საქმე  2006 წელს მომხადრ  ციხის  ბუნტის  საქმეს ეხება. იმ  პერიოდში  ახალაია სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს  იკავებდა. მასთან ერთად  ბრალდებულები არიან : დავით  ჭაკუა, მეგის  ქარდავა და რევაზ  ჭარბაძე. მათ  ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა ( 333-ე  მუხლი)  და  თავისუფლებაშეზღუდული პირების წამებაში ( 1441-ე  მუხლი). გამოძიების  ინფორმაციით, ახალაიას და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელთა უკანონო ქმედებამ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების  აქტიური  პროტესტი გამოიწვია, რაც  გადაიზარდა ციხის  ბუნტში.

ბაჩო ახალაიას საქმის მომდევნო სხდომაზე მხარეები საბოლოო სიტყვას წარმოადგენენ.

ახალი ამბები