კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაიას საქმეს ახალი პროკურორი განიხილავს

23 სექტემბერი, 2013
 
თამთა  თვალავაძე
   
საქალაქო სასამართლოში  ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის მესამე  საქმის  განხილვა   გრძელდება. 19  სექტემბერს  გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორი რევაზ ნადოი კვლავ არ გამოცხადებულა, რის მიზეზადაც  მისი ავადმყოფობა დასახელდა.  რევაზ ნადოის ნაცვლად   საქმე პროკურორმა ია  დარჯანიამ გადაიბარა. 

სასამართლო პროცესის  მსვლელობისას  საქმის შესასწავლად და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად  ია  დარჯანიამ   30 დღე  მოითხოვა. აღნიშნული ვადა  ხელოვნურად გაზრდილად მიიჩნია  ბრალდებულმა  ბაჩო ახალაიამ და მისმა  ადვოკატებმა . „ მე  შორს  ვარ იმ აზრისგან, რომ  პროკურორმა დამოუკიდებლად  მოითხოვა  საქმის ამხელა  დროით გადადება და მიჩნდება  ეჭვი, რომ  ცდილობენ განაჩენის  გამოტანა პოლიტიკურ კალენდარს  დაუქვემდებარონ“, - განაცხადა ბაჩო ახალიამ 

მოსამართლე ლაშა  ჩხიკვაძემ    საქმის  გასაცნობად  გონივრულ  ვადად 10 დღე მიიჩნია. ამ დროისთვის  ია  დარჯანია  ვალდებულია  საქმის მასალები  შეისაწავლოს და დასკვნითი სიტყვა მოამზადოს.

ბაჩო  ახალაის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის მესამე  საქმე 2006 წელს მომხდარ ციხის ბუნტის  საქმეს  ეხება. მასთან ერთად ბრალდებულები არიან : დავით ჭაკუა, მეგის  ქარდავა და  რევაზ ჭარბაძე. მათ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა  (333-ე მუხლი) და თავისუფლებაშეზღუდული პირების წამებაში (1441-ე მუხლი) ედებათ.

ბაჩო ახალაიას საქმის მომდევნო სხდომაზე  მხარეები  საბოლოო სიტყვას წარმოადგენენ.

ახალი ამბები