კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალ სასწავლო წელს საბავშო ბაღები აღსაზრდელებით გადატვირთული შეხვდა

24 სექტემბერი, 2013
 
თამთა  თვალავაძე

ნინო ტლაშაძე 158-ე საბავშო ბაღის  აღსაზრდელის მშობელია. ახალ სასწავლო წელს ბაღში მისულს უამრავი ბავშვი, დაბნეული პედაგოგები და სრული ქაოსი დახვდა. ჯგუფში 42 ბავშვის მეთვალყურეობა  ორ ადამიანს ევალება. ბავშვების მშობლების თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  ბავშვთა რაოდენობის  ზრდა გადასახადის  აკრძალვამ და ასევე, ბოლო წლებში შობადობის ზრდამ გამოიწვია, რასაც ადეკვატური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ მოჰყვა და პრობლემაც შეიქმნა.

„როგორც  დედას, მეც გამიხარდა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ბაღები უფასო ხდებოდა, თუმცა ამას შიშით შევხვდი. ვვარაუდობდი, რომ ამას შესაძლოა ემოქმედა ბავშვების კვებასა და პედაგოგთა მოტივაციაზე,“ ამბობს ნინო  ტლაშაძე. ჯგუფების  ბავშვებით გადატვირთულობა   გარკვეულ  პრობლემებს  ქმნის როგორც აღმზრდელობითი,  ასევე  კვების მიმართულებით. ნინო ტლაშაძის თქმით, პირველ დღეებშივე სცადა კვებასთან დაკავშირებული საკითხები გაერკვია და აღმოჩნდა რომ ორ აღმზრდელს 50-მდე ბავშვის კვების გაკონტროლება სრულყოფილად არ შეუძლია და შესაძლოა ის ბავშვი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ჭამს, ან ცუდად ჭამს, დღის განმავლობაში მშიერი დარჩეს. 

საბავშვო  ბაღებში გადასახადის  გაუქმების  შესახებ კანონპროექტი თინა ხიდაშელმა მოამზადა. კანონი 2013 წლის 5 მარტს პარლამენტმა 89 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ და „ საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“  კანონებში ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ  „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითად, სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახურებისთვის გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, აკრძალულია“. ამასთანვე განისაზღვრა საბავშვო ბაღების  საქმიანობის თავისებურები; „ ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქმნება და კომპლექტდება ჯგუფები, ასაკის გათვალისწინებით; მომსახურების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 9, 10 ან 12-საათიანი, ორი დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში; ბაღები უნდა ახორცილებდნენ  საგანმანათლებლო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს. თავის მხრივ პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის და მიმართული უნდა იყოს გონებრივი და ფიზიკური განმტკიცებისა და ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების სრულყოფისკენ. ასევე, ცვლილებებით ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლითა და ცხელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით და სამედიცინო მომსახურებით“. 

თბილისის  საბავშო ბაღების ადმინისტრაციული და  მეთოდოლოგიური მართვის გაუმჯობესების მიზნით არსამეწარმეო, არაკომერციული იურდიული პირი თბილისის საბავშო  ბაგა-ბაღების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს  საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფია ხოშტარია  ამბობს რომ ბაღები მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მზად არ იყო : „პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მზად რომ ვყოფილიყავით, კიდევ დამატებით 25 საბავშვო ბაღის აშენებაა საჭირო. აღნიშნული რეკომენდაციით   შესაბამის კომისიებს მივმართეთ, თუმცა მათ  ეს  არ  გაუთვალისწინებიათ,“ ამბობს ხოშტარია.
 
თითოეულ საბავშო  ბაღში ორი ასაკობრივი  ჯგუფია  - ბაგა-სადაც  25 ბავშვი უნდა ყოფილიყო  გაწევრიანებული, და  ბაღი-30  ბავშვით. გადასახადის  გაუქმების შემდეგ  მოსალოდნელი  მატების გამო დირექტორების  ინციატივით ორივე  ჯგუფში  ბავშთა  რაოდენობა  5-ით გაიზარდა. საბავშო  ბაღების  მონიტორინგის  ჯგუფმა  შეისწავლა, ჰქონდა თუ არა  რეალურად  ბაღებს  ბავშთა რაოდენობის გაზრდის  რესურსი. სოფია  ხოშტარია თქმით ,  მათ  ეს  რესურსი  ჰქონდათ. „ რაც შეეხება სასწავლო წლის  დასაწყისში ბავშვების მრავალრიცხოვნობას ეს  დროებითი პროცესია და წლის  განმავლობაში, როგორც წესი  დასწრებადობა სხვადსახვა  მიზეზების  გამო  იკლებს,“ ამბობს  სოფია  ხოშტარია.
   
სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ ჯგუფებში ორი აღმზრდელის მეთვალყურეობა  საკმარისია და  საქმიანობის შესრულება  გარკვეულწილად მათ კეთილსინდისიერებაზეა  დამოკიდებული, ხოლო თუკი ბაღებში რაიმე დარღვევა მოხდა, ამის შესხებ მშობელმა ბაღების სააგენტოს უნდა აცნობოს და ისინი ყოველ ასეთ შემთხვევაზე რეაგირებას მოახდენენ.
 
158-ე საბავშვო ბაღის  აღსაზრდელის მშობლის ნინო ტლაშაძის თქმით, მან 17 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებისთანავე, შეატყობინა ბაღების სააგენტოს არსებული სიტუაციის შესახებ, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული იმეილის მეშვეობით, თუმცა სააგენტოსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. 

ახალი ამბები