კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

25 სექტემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისა და ამავე საქმეში ბრალდებული კიდევ 12 პირის  სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა დაიწყო. 

ბრალდებულთაგან მხოლოდ 2, შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი, ჯამბულ ებანოიძე და შპს „ინტერპლასტის“ გენერალური დირექტორი, ნიკა ყუბანეიშვილი ცნობენ თავს დამნაშავედ აღნიშნულ საქმეში.

ზურაბ ადეიშვილს, ცეზარ ჩოჩელს, ჯამბულ ებანოიძეს, ნიკოლოზ მელიას, დავით გიორგაძეს, გრიგოლ მორჩილაძეს, გოჩა ცხენოსნიძეს, ნუგზარ საჯაიას, ლაურა ღაჭავას, ნიკა ყუბანეიშვილს, ვასილ ჩიგოგიძეს, ილია ანთიძეს, დავით კოღუას, ლევან საყვარელიძესა და ირაკლი თაქთაქიშვილს ბრალად „ბანკი ქართუს“ გაკოტრების მცდელობა ედებათ, რაც, გამოძიების ინფორმაციით, განხორციელდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ქონების გადამალვითა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემის საქმესთან დაკავშირებით განცხადება 2012 წლის 17 დეკემბერს გაავრცელა.
„პროკურატურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა. ამ ცვლილების თანახმად,  საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. 

დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ბანკ ქართუში", უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა ქონებას სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით, უუქმდებოდათ "ბანკი ქართუს" საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფა სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება იყო.

იმ მიზნით, რომ "ბანკ ქართუს" ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მელიას უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა აუქციონის ჩაშლა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას გადასცემდა ეკონომიკის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით. ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ "ბანკი ქართუს" გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი, მესაკუთრე იმ დროისათვის გახლდათ ბიძინა ივანიშვილი.“ -აღნიშნულია განცხადებაში.

„ბაკი ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმის არსებითი განხილვის სხდომას  არ ესწრებოდა ადეიშვილი. ის ამჟამად მიმალვაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ადეიშვილმა ქვეყანა გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. გამოძიებამ მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით წაუყენა. ერთ–ერთი მათგანი ბანკ „ქართუს“ გაკოტრების სქემას უკავშირდება, ხოლო მეორე – ციხი სკანდალური კადრების დადგმას.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 22 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები