კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

27 ოქტომბერს ქუთაისში 127 საარჩევნო უბანი იმუშავებს

25 სექტემბერი, 2013
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

ქუთაისში წინასაარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის. 23 სექტემბერს ქალაქის მასშტაბით 127 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისიები, თითოეული 6 წევრით.

"იმისთვის, რომ არჩევნებზე მომზადებული კადრი ვიხილოთ, კომისიის წევრებს  სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. თუმცა, კომისიის წევრთა უმრავლესობას უკვე აქვს არჩევნებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც, ბუნებრივია, დადებითად აისახება საარჩევნო პროცესის გამართულად წარმართვაზე", - აცხადებენ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სპეციალურმა კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული განაცხადების შედეგად შეარჩია.

კონკურსი 19 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით იყო გამოცხადებული. რაც შეეხება ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას, იგი 13 წევრისგან დაკომპლექტდა. აქედან ხუთი მუდმივმოქმედი წევრია, ერთი ცენტრალური საარჩევნო  კომისიას წარმოადგენს, ხოლო შვიდი - სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას.

ახალი ამბები