10:48, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დიცის შემდეგ დვანი – ოკუპაცია მიცოცავს

25.09.2013

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შიდა ქარათლის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვართან დე–ფაქტო ხელისუფლება, ოკუპირებული ტეროტორიის საზღვრების დადგენის მიზნით, ბოლო თვეებია, რაც მავთულხლართების ავლებს.  

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნული სამუშაობი გორის რაიონის სოფელ დიცში განახლდა. დიცში ოკუპაციის ხაზი რამდენიმე ასეული მეტრითაა გადმოწეული. ეს სოფელი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიად ითვლება.

დიცის მსგავსად, ქარელის რაიონის სოფელ დვანშიც   რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა  ეგრეთწოდებული საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გააგრძელეს. იმ ადგილას, სადაც დვანელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავრგულები აქვთ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოძები მიიტანეს და ტერიტორიები შემოსაზღვრეს. მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთები და ბაღები, საიდანაც მათ მოსავალი ჯერ კიდევ ასაღები აქვთ. 

,,საუკუნე ეს ჩვენი ტერეტორიაა, ახლა კი აღმოჩნდა რომ საზღვარი აქ უნდა გავიდეს. გუშინ დაიწყეს ეს შემოღობვა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოყვა ათობით ადამინის ნაკვეთი.  საზღვარი დახლოებით  500 მეტრითაა გადმოწეული, მოსავალიც არ აქვს ხალხს აღებული“ - ამბობს ზაზა კობაძე, დვანის რწმუნებული. 

რუსეთისა და ცხინვალის დეფქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ორი დღე მისცეს მოსავლის ასაღებად. ამის შემდეგ, როგორც ადგილზე ცხინვავლის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, უკვე შესვლა აკრძალული იქნება.

,, სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო საზღვარი წარმოადგენს ყოფილი სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, სწორედ ამ ხაზზე შემოვავლეთ საზღვრები, რათა პროვოკაციები ავიცილოთ. ჩვენ შეიძლება დავილაპარაკოთ მოსავლის აღებაზე, სხვისი მოსავალი არაფერში გვჭირდება, თუმცა საზღვრის გავლების შემდეგ, აქ შემოსვლა არავის შეეძლება“ - აღნიშნა რობერტ გაზაევმა, დეფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა. 

დვანში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, რომელიც ადგილზე ვითარებას გაეცნო. საქართველოს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები  გმობენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟს და ყველა მხარეს პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებენ. დვანის მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები სოფელში რჩებიან, ასევე ადგილზეა იმყოფებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC