კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო მედიაგარემო შიდა ქართლში

26 სექტემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შიდა ქართლის რეგიონში ორი ტელეკომპანია, ერთი რადიო, ორი გაზეთი და ერთი საინფორმაციო სააგენტოა, თუმცა ასევე ოთხივე მუნიციპალიტეტს აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პერიოდული გამოცემები, სადაც ძირითადად ხელისუფლების მუშაობის შესახებ და ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე ქვეყნდება ინფორმაცია.

დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალიტების ზეწოლის ფაქტები შემცირდა. კვლავ დღის წესრიგში დგას მწვავე ფინანსური პრობლემები, ტელევიზიები მცირე სარეკლამო შემოსავალს უჩივიან, გაზეთების შემთხვევაში კი, საქმე უფრო რთულად არის, თუმცა ამისდა მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდის დროს ყველა მედიასაშუალებას უწევს გააქტიურება. 

დღეისთვის გორში ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთი, რომელიც თვეში ერთხელ გამოდის ,,ხალხის გაზეთია“, გამოცემის რედაქტორის რეზო ორუაშვილის განცხადებით, მიუხედავად მწირი ფინანსური რესურსებისა, მაინც შეძლებს არჩევნებისთვის პერიოდულობის გაზრდას.

,,ამჟამად გამოდის თვეში ერთხელ, პოლიტიკური რეკლამა არ გვაქვს, დაფინანსება არ გვაქვს, არ ვჯდებით ე.წ.,, თავისუფალი მედიის“ კლანურ ინტერესებში. ოქტომბრიდან ვგეგმავ პერიოდულობის გაზრდას და როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა დავაკვირდებით არჩევნებს.”–აცხადებს ,,ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი.

,,შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“– ვებპორტალი qartli.ge ერთადერთი საინფორმაციო საგენტოა რეგიონში, რომელიც სექტემბრიდან გაზეთ ,,ქართლის ხმის“ გამოცემის განახლებასაც აპირებს, საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ რესურსი მცირე აქვს, მაგრამ ეფეტურად გამოიყენებს. 

,,ჩვენ დავაფიქსირეთ მარგველაშვილის კამპანიის დროს ადმინიტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები, კერძოდ კასპში, როდესაც სოფლის რწმუნებულები უწევდნენ ორგანიზებას მაგველაშვილის შეხვედრებზე ხალხის მობილიზებას. ასევე ვაკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდს, მონიტორინგის ანგარიშს დაიჯესტის სახით ვაწვდით სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჩვენი ერთ–ერთი მასალის განხილვა მოხდა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომლის საფუზველზეც, კასპის რამდენიმე რწმუნებულს 2000 ლარით დაჯარიმება ემუქრება. პოლიტიკური რეკლამა არ გვაქვს, ზარები იყო ამასთან დაკავშირებით თუმცა გაგრძელება აღარ მოჰყოლია, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის დაფინანსების მეორე ეტაპი დამთავრდა და ამჟამად კვლავ ველოდებით ფონდებიდან დაფინანსებას“ - ამბობს საბა წიწიკაშვილი.

ტელე–რადიო კომპანია ,,თრიალეთში“  საარჩევნოდ მზადება უკვე დაწყებულია, ,,თრიალეთმა“ მაუწყებლობის არეალი გააფართოვა, ჩაერთო თბილისისა და რეგიონების საკაბელო მაუწყებლებში, ტელეკოპანიის დირეტორის განცხადებით, ისინი მიუკერძოვებლად და დაბალანსებულად აშუქებენ რეგიონში განვითარებულ მოვლენბს. აქტულობიდან გამომდინარე, საინფორმაციო გამოშვებებში ძირითად დროს, წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგებს და სარჩევნო კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებს უთმობენ:

,,ამ დროისთვის პოლიტიკური რეკლამები ჩვენს არხზე არ გადის, საინფორმაციო გამოშვებებში თანაბრად ვაშუქებთ ყველა კანდიდატს, არჩევნებისთვის საგანგებო რეჟიმში ვიმუშავებთ. გავაშუქებთ საოლქო კომისიის მუშაობას როგორც წინსაარჩევნოდ, ასევე რაჩევნების დღეს, ასევე ვაშუქებთ არასამთვრობო ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგებს წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინიტრაციული რესურსის გამოყენებსთან დაკავშირებულ საკითხებს, ოქტომრის თვეში გვექნება საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები, მათი საარჩევნო პროგრამის განხილვა, მოსახლეობის ჩართულობა როგორც სტუდიიდან ასევე სატელეფონო ზარებით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ტელერადიო კომპანიის განვითარებას, ამ საკითხზეც ინტენსიურად ვმუშაობთ. ამ დროისთვის ჩვენს რეგიონში ღია საეთერო სიხშირეზე მაუწყებლობის გარდა, ჩავერთეთ როგორც თბილისის ასევე, საქართველოს სხვა რაიონების საკაბელოებში. ჩავერთეთ "ბლეკსისატის" თანამგზავრზე, "სილქნეტის", "გლობალის", "კავკასუს ტვ"-ის ქსელში. ინტერნეტში ვმაუწყებლობთ "myvideo.ge"-ის საშუალებით. მუშაობას ვაგრძელებთ მაუწყებლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე, რომ საქართველოს ყველა რაიონის, თუნდაც სულ მცირე საკაბელოშიც კი შევიდეთ. განვაახლეთ სამაუწყებლო აპარატურა და რეგიონულ ტელევიზიებში პირველი გადავედით HD ხარისხზე. გაიზარდა ჩვენი მაუწყებლობის ხარისხი, ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვხვდებით საქართველოში ციფრული მაუწყებლობის დაწყებას. უკვე მთავრდება თბილისის სტუდიის გამართვა. რეკლამაზეა ჩვენი ფინანსური მდგომარეობა დამოკიდებული და მაუწყებლობის გაფართოებიდან გამომდინარე, სარეკლამო შემოსვლის გაზრდაზეც ვმუშაობთ, ასევე ვამაზადებთ რამდენიმე ახალ სატალევიზიო პროექტს, რომელსაც ფონდებში შევიტანთ“  - აცახადებს ტელე–რადიო კოპანია ,,თრიალეთის“ გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი.

ტელეკოპანია ,,დია“–ს მდგომარება არჩევნების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა, ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე ტელევიზიის საეთერო სტუდია გორიდან ისევ ხაშურში გადაიტანეს, რასაც თანამშრომლების შემცირება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საინფორმაციო გამოშვებების შეჩერებაც მოჰყვა. ამჟამად ,დია“–ს საინფორმაციო გამოშვებას ერთი გადამღები ჯგუფის ჰყავს და საარჩევნოდ სტაჟიორების აყვანას აპირებს. ტელევიზიის დირექტორის მაია ტატულაშვილის განცხადებით, ყველა ხელშეკრულება რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მუნიციპალიტეტებთან ჰქონდათ, შეჩერებულია, ტელევიზიას კი, საკაბელო კოპანიის შემოსვლებით ინახავენ.

,,არჩევნებამდე ტელევიზიის დირეტორი იყო გიორგი კალატოზიშვილი და არჩევნების შემდეგ გავხდი მე, არ მაქვს ინფორმაცია რას აკეთებდა ეს ტელევიზია არჩევნებამდე, უფრო სწორად მასზე მე არ მაქვს პასუხიმგებლობა, ახლა წყნარად ვართ, ამჟამად ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვყავს ჟურნალიტი და ოპერატორი, საარჩევნოდ ვაპირებთ სტაჟიორების დამატებას, რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტების რეკლამას, ფასიანს არავინ მოიტანს ჩვენთან, თუმცა ამ საკითხზე სარჩელს ვამზადებით ასოციაციასთან ერთად და ვნახოთ რა გამოვა, ჩვენი მაუწყებლობა ხაშურისა და მის მიმდებარე ტერიტორიას ფარავს თუმცა ჩვენ შეძლებისდაგვარად ვაშუქებთ რეგიონის ამბებს“ - ამბობს ტატულაშვილი.
 
ასეთია წინასარჩევნო მედიაგარემო შიდა ქართლში, ადგილობრივი ბეჭდური და ელეტრონული მედიის წარმომადგენლები სირთულების მიუხედავად, მაინც ცდილობენ მოსახლეობის ინფორმირებულობას. 

ახალი ამბები