კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი თარგამაძე ბაღდათელებს საარსებო მინიმუმის გაზრდას ჰპირდება

26 სექტემბერი, 2013
 
 შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

"არა - ერთსქესიანთა ქორწინებას, გაზრდილი ხელფასები და პენსიები მოსახლეობას, ხელშეწყობა ბიზნესს, შეღავათიანი სატარიფო პოლიტიკა ქვეყანას" - ამ დაპირებებით "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი თარგამაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო, ბაღდათელების სურვილები მოისმინა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.
 
დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი იყო იმ მოთხოვნათა შორის, რომელიც თარგამაძეს ადგილობრივებმა დაუყენეს.
  
"ჩვენს ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა მოქალაქემ ნორმალურ პირობებში იცხოვროს, ადამიანმა საკუთარი შრომის ფასად შესძლოს არჩინოს ოჯახი. ამისათვის საჭიროა ელემენტარული პირობების შექმნა, რომელიც წინა ხელისუფლებების დროს დაპირებად დარჩა და ამჯერად ეს არ უნდა გამეორდეს", - განუცხადა გიორგი თარგამაძემ ბაღდათის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას.
   
თარგამაძე, რომელიც ბაღდათში 21 სექტემბერს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას ქვეყანაში საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა. 

ახალი ამბები