კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

8 დღეა 6 ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს

27 სექტემბერი, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

სექტემბრის დასაწყისიდან  რუსთავის სხვადასხვა შენობებში უნებართვოდ შესახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლება ეტაპობრივად დაიწყო.  ფართი, რომელიც მათ ეკავათ ლტოლვილთა სამინისტრომ შეისყიდა და შენობების რემონტი დევნილებისთვის დაიწყო. 

ასეთი რეალობა დაუდგათ რუსთავის ყოფილი ,,გეპეის“ და #35-ე საბავშო ბაღში უნებართვოთ შესულ ოჯახებს. მათ შენობები დაატოვებინეს.

თვითმმართველობამ გააკეთა განცაცხდებები, რომ არ აქვს საბინაო ფონდი და ბინით ვერავის დაეხმარება. თუმცა მოგვიანებით მცირე წლოვან ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ აღმოჩენილ ოჯახებს თავშესაფარად დავით გარეჯის #30-ის შენობა შესთავაზა. 

აღნიშნული შენობა წარმოადგენს ქარხნის საწყობს.  ,, აქ, არ არის  ელექტროენერგია, ბუნებრივი  აირი, სასმელი წყალი და არ საპირფარეშო“, - საუბროენ დავით გარეჯის ახალი მაცხოვრებლები. შენობის ყველაზე პატარა მოსახლე  4 თვისაა.
  
ამავე შენობაში სთავაზობენ  შესახლებას ყოფილი #35-ე საბავშო  ბაღიდან გამოსახლებულებსაც, თუმცა ისინი ამ ალტერნატიულ თავშესაფარზე უარს აცხადებენ. მე-8 დღეა ყოფილი ბაღიდან გამოსახლებულები შენობის ეზოს არ ტოვებენ და გარეთ გამოყრილ ავეჯთან ერთად ათენებენ ღამეს. საწოლები, საოჯახო ნივთები და  ბავშის სათამაშოები ეზოში აწყვია. საწოლებსა და ცას შორის შუამავალი კი ჭერის ნაცვლად მწვანე ბრეზენტია. 
,,13 წელი ვიყავი ქირით, ბოლოს ვეღარ შევძელი  გადახდა  - მეუღლესა და ორ შვილთან ერთად გარეთ აღმოვჩნდი. იმისთვის, რომ თავშესაფარი მქონოდა გასული წლის 5 ოქტომბერს შემოვედი ამ შენობაში. ახლა კი, ყველანი გამოგვასახლეს. ვთხოვთ დაგვეხმაროს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას. 6 ოჯახი ვართ ამ შენობიდან გამოსახლებყულები", - ამბობს, ყოფილი ბაღის შენობიდან გამოსახლებული გიორგი ჩხიტუნიძე.
გარეთ ცხოვრება ყელაზე მეტად სამი შვილის დედას,  ირმა დიაკონიძეს გაუჭირდა. ამბობს, რომ ეპილეფსიით დაავდებული შვილი ჰყავს და სადმე წასავლელი რომ ჰოქნდეს, შვილის ჯანმრთელობას ასეთ საფრთხეს არ შეუქმნიდა. 

,, ვარ სოციალურად დაუცველი, მყავს  ეპილეფსიით დაავდებული შვილი. ვის არ სჯერა ჩემი მითხარით, მოვიდეს და გადაამოწმოს ჩემი მდგომარეობა. გამოსახლებისას თავის დაწვა მინდოდა და პოლიციამ შემაჩერა. ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთო?!  მე-5 დღეა გარეთ ვათენებთ ღამეს და სულ ერთხელ  მოვიდა ჩვენი მდგომარეობის სანახავად ადგილობრივი მთავრობა",- საუბრობს დიაკონიძე.

გამოსახლებულებმა შეაჩერეს მათი ყოფილი შენობის რემონტი. მუშებს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას. ამბობენ, რომ სხვა საცხოვრებელი არსად აქვთ და სახელმწიფო ვალდებულია ღია ცის ქვეშ მყოფებს დროებით საცხოვრებელი მისცეს. 

ახალი ამბები