კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაცვის მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა - ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში რჩება

27 სექტემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 25 სექტემბერს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დაცვს მხარის მოთხოვნა, შეწყდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა, ასევე ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის მთავარი არგუმენტი,  მერაბიშვილის მიმართ არაუფლებამოსილი პროკურორის მიერ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ. 
 
აღნიშნულ პროცესზე მოსამართლემ მხოლოდ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - მოხდა საქმის არსებითი განხილვა, დაიკითხნენ მოწმეები. 
 
როგორც წინა (19 სექტემბერს), ისე მიმდინარე პროცესზე, ძალაში დარჩა ვანო მერაბიშვილის მოთხოვნა მოწმეთა 4000 კაციანი სიის შემცირების შესახებ. "სხვა შემთხვევაში თითოეული მათგანის დაკითხვას წელიწადზე მეტი  დასჭირდება და ეს პროცესი უსასრულობად გადაიქცევა", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. 
 
როგორც დაცვის მხარის, ისე "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განმარტებით,  მერაბიშვილის პატიმრობაში დარჩენის  არანაირი საფუძველი არ არსებობს,  მოსამართლე თეიმურაზ დგვარელზე კი, გარკვეული ზეწოლა ხორციელდება. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარე სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს. 

ახალი ამბები