კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირმა ჭკადუამ მარნეულის მაჟორიტარისა და ქურდული სამყაროს წევრის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა

27 სექტემბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის აზერ სულეიმანოვისა და ქურდული სამყაროს წევრის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა. როგორც 26 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა განაცხადა, ფოტომასალა მიმდინარე წლის აგვისტოში გამართულ შეხვედრას ასახავს. ფოტოსურათებში ასახულია დეპუტატისა და ქურდული სამყაროს წევრის, ვინმე „ჯაბუს“ შეხვედრა. 

მისი თქმით, მარნეულში 6 სექტემბერს, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც დაკავებულ იქნა 12 პირი და მათ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობისთვის წაუყენეს. 

ადვოკატის ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის დამადასტურებელად ბრალდების მხარემ მტკიცებულებებში ფარული ვიდეო და აუდიო მასალა მიუთითა, თუმცა ეს ვიდეო და აუდიო მასალა ბრალდებულების არც ერთ ადვოკატს არ გადაეცა. 

როგორც ჭკადუამ აღნიშნა, მისი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ფარული ჩანაწერები გადაეცა, სადაც გადაღებულია აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მოქმედი დეპუტატი, რომლის ფარული ვიდეო გადაღება, ასევე ფოტოგადაღება და მიყურადება არ შეიძლება, რადგან მას იმუნიტეტი იცავს. 

მისივე თქმით, თუ დაკავებულები ქურდული სამყაროს წევრები არიან, მაშინ აზერ სულაიმანოვიც უნდა იყოს დაკავებული. 

„ჩვენ მოვითხოვთ ამ ყველაფერზე რეაგირებას, მოვითხოვთ თავი დაანებონ ბრალდებების შეთითხნას და მიიღონ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ვინაიდან დაკავებული გიორგი კვიციანი უკანონო პატიმარია, მის მიმართ მთელი რიგი პროცედურებია დარღვეული. ცდილობენ მას ახალი ბრალი შეუთითხნონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართავთ როგორც გენერალურ ინსპექციას, ისე მთავარ პროკურორს და მათგან რეაგირებას მოვითხოვთ“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ, რომელიც გიორგი კვიციანის ინტერესებს იცავს.

ახალი ამბები