კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მოძრაობა გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად

30 სექტემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისში "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობა დაარსდა. მასში ქუთაისელი ხელოვანები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები გაერთიანდნენ. შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციაში 26 სექტემბერს გაიმართა.

"ამ მოძრაობის დაარსებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ერთად ვდგებით ჩვენი ხვალინდელი დღის, ჩვენი მომავლის გადასარჩენად. მხარდაჭერას ვუცხადებთ გიორგი მარგველაშვილს და გვჯერა, რომ მისი სახით საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ეყოლება", - აღნიშნა შეხვედრაზე ქართული კულტურის მემკვიდრეობის ფონდის თავმჯდომარემ ირმა პეტრიაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატივა ქუთაისის ყოფილ მერს დიმიტრი კოპალიანს ეკუთვნის.

ახალი ამბები