კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 62 მოქალაქით გაიზარდა

30 სექტემბერი, 2013
 
მამუკა ზოიძე, აჭარა

აჭარაში, გასული არჩევნების მსგავსად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ექვსი საარჩენო ოლქია გახსნილი. საარჩევნო ოლქების კომისიის ხელმძღვანელი პირები და წევრები უცვლელია. თუმცა, ოლქში შემავალი პარტიის წარმომდგენლები პირები შეცვლილია. 

„ერთიან  ნაციონალური მოძრაობას“ ბათუმის ოლქში წარმომადგენელი, დავით გეგიაძე თანამდებობას კვლავ ინარჩუნებს, ხოლო დანარჩენ ხუთ ოლქში საოლქო საარჩენო კომისიაში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეცვალა თავისი წარმომადგენლები.

გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ხელმძღვანელი: „გეგიაძე პატიოსანი დამიუკერძოებელი პიროვნებაა. იცის საარჩევნო სისტემა, პარტიულ საქმეებში არ ერევა. შესაბამისად, არც შეგვიცლია. რაც შეეხება სხვა ოლქებში ჩვენი წარმოადგენლების ცვლილებას, ეს ჩვეულებრივი ამბავია. პარტიის ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა, როგორც ჩანს ასე ჩათვალეს საჭიროდ“.  

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარაში ამომრჩეველთა ოდენობა 304 868-ს შეადგენდა. მიმდინარეე საპრეზიდენტო არჩევნებში კი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის ამომრჩეველთა ოდენობა 62-ით გაიზარდა და 304 930 ამომრჩეველს შეადგენს.

ერთი უბნით გაიზარდა გახსნილი საარჩევნო უბნების რაოდენობაც. კერძოდ, ხელვაჩაურის ოლქში, მიმდინარე არჩევნებზე 45 საარჩევნნო უბანია გახსნილი. ხელვაჩაურის საოლქი კომისიის თავმჯდომარის ომარ ვარშანიძის განცხადებით, დამატებული უბანი სოფელ ახალშენშია: „სოფელი ახალშენი გაიყო ორ უბნად. რაც განპირობებული ამომრჩეველთა ოდენობის ზრდითა და თვითონ სოფლის გეოგრაფიული მდებარეობით“.

ახალი ამბები