კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარგველაშვილმა წინასაარჩევო შეხვედრა გარდაბანში გამართა

1 ოქტომბერი, 2013
 
სოფიკო ზურაშვილი, ქვემო ქართლი

28 სექტემბერს, ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გარდაბნის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას  „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები სოსო ჯაჭვლიანი, ზურაბ ზვიადაური და შოთა ხაბარელი ესწრებოდნენ. მარგველაშვილს ახლდა ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე.

,,ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა  მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და გარდაბნელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან  შეხვედრის დასრულების შემდეგ, იმ პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა, რომელიც გარდაბანს აწუხებს.

,,გარდაბანში უამრავი პრობლემაა. მათ შორის საირიგაციო სისტემა, რომელიც მთლიანად რეაბილიტაციას საჭიროებს. პრობლემები ასევე, დაკავშირებულია სასმელ წყალთან და გაზიფიცირებასთან. ჩვენ ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ გავაგრძელოთ ხელისუფლების  ის კურსი, რომელიც  აღებულია, ეს კურსი კი, ყველა ამ პრობლემის გადაჭრას გულისხმობს“, -  საუბრობდა მარგველაშვილი.

ახალი ამბები