კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თარგამაძე საარსებო მინიმუმის გაზრდას ითხოვს

1 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც ვერ ახერხებს ქვეყანა მავთულხლართებისგან იხსნას და დაკარგული ტერიტორიები დაგვიბრუნოს, ის მაინც უნდა შეძლოს, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გაზარდოს და ამით ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს“, - ამ განწყობით „ქრისტიან-დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე 30 სექტემბერს ქუთაისელ ამომრჩეველს შეხვდა.

საპრეზიდენტო პროგრამის გაცნობისას თარგამაძემ ყურადღება ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიურ ვითარებაზე გაამახვილა და მთავარი აქცენტი საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდაზე გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატმა იმ ხელმოწერებზე ისაუბრა, რომელიც საარსებო მინიმუმის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით შეგროვდა.
 
„ამ 20 ათასი ხელმოწერის საფუძველზე. ჩვენ მივმართავთ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით. ვიმედოვნებთ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება მიიღებს ამ ინიციატივას და დაიწყება მუშაობა ამ კუთხით. ამ პრობლემის გადაჭრა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ, რომელიც ქუთაისელებთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში მივიდა და აღნიშნული ინიციატივა ოფიციალურად დააფიქსირა.    

ახალი ამბები