კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბაჩო ახალაიას საქმის სასამართლო განხილვა კვლავ გადაიდო

2 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების  წინააღმდეგ აღძრული მესამე სისხლის სამართლის საქმის განხილვა ერთი კვირით გადაიდო. სხდომის გადადება ახლადდანიშნულმა პროკურორმა, ია დარჯანიამ 20 დღით  მოითხოვა. თუმცა, მოსამართლემ ოცდღიანი ვადა არაგონივრულად მიიჩნია და სხდომა მხოლოდ ერთი კვირით გადადო.  პროკურორის შუამდგომლობას, სხდომის 20 დღით გადადების შესახებ, დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა. ადვოკატების აზრით, პროკურატურა პროცესის გაჭიანურებასა ცდილობს.

„ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკურ დაკვეთას. ბრალდების მხარე ცდილობს, რომ პროცესის დასრულება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მოესწროს“ - აღნიშნეს ახალაიას ადვოკატებმა. 

აღნიშნული საქმეზე ბრალდების მხარეს 19 სექტემბრამდე პროკურორი რევაზ ნადოი წარმოადგენდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქმე ია დარჯანიამ გადაიბარა.  მაშინ მოსამართლემ საქმის შესასწავლად ახალ პროკურორს  10 დღიანი ვადა მისცა.

ამჟამად, მოსამართლე ჩხიკვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პროკურორ დარჯანიას დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად მხოლოდ ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა. 

ასე რომ, ბაჩანა ახალაიას, მეგის ქარდავას,  რევაზ ჭარბაძისა და დავით ჭაკუას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა 7 ოქტომბერს გაგრძელდება. 

ახალი ამბები