კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო სასამართლოში გადამზიდავების საქმეზე დავა მოუგო

23 სექტემბერი, 2013
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

19 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ფოსტა უპირატეს მდგომარეობაში ჩადგა და მცირე გადამზიდავეების სამეწარმეო საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.

იმის გამო, რომ ფინანსთა მინისტრის აღნიშნულმა ბრძანებამ რამდენიმე თვის განმავლობაში შეაჩერა კონკრეტული გადამზიდავების სამეწარმეო საქმიანობა და, შედეგად, მათ ფინანსური ზარალი მიადგათ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სამომავლოდ სარჩელით მიმართავს სასამართლოს და მოსთხოვს ფინანსთა სამინისტროს დაზარებული  მეწარმეებისათვის მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურებას.

იმ შემთხვევაში, თუ  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს დავას უზენაეს სასამართლოში, აღნიშნული პროცესი დროში გაიწელება და  შედეგად გაიზრდება  მეწარმეთათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა. აღნიშნული თანხის ანაზღაურება კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანუ  გადასახადის გადამხდელთა მიერ უნდა მოხდეს.

მივმართავთ ფინანსთა სამინისტროს, გაითვალისწინოს ბიუჯეტისთვის სამომავლოდ მიყენებული ზარალის ოდენობა და შეწყვიტოს სამართლებრივი დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 08 მაისის #133 ბრძანებით, 2014 წლის 1 იანვრიდან ისედაც უქმდება ის რეგულაციები, რომლებიც ორი ინსტანციის სასამართლომ უკვე ბათილად გამოაცხადა.

მოვუწოდებთ გადამზიდავ კომპანიებს მოგვმართონ იმ შემთხვევაში, თუკი მათ განიცადეს ფინანსური ზარალი ფინანსთა სამინისტროს #30-ე ბრძანების ამოქმედების შედეგად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მზად არის დაიცვას მათი ინტერესების სასამართლოში ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.

შეგახსენებთ რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმდინარე წლის 5 აპრილს პირველად მიმართა სასამართლოს აღნიშნული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2013 წლის 30 მაისს გამოიტანა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტები სასამართლოში შ.პ.ს. „Stargroup“-ის  ინტერესებს იცავდნენ, რომელსაც პირდაპირ შეეხო აღნიშნული ბრძანება.
 

ახალი ამბები