კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა დავითაშვილი ქუთაისელ ამომრჩეველს შეხვდა

4 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შეზღუდვები უცხოელებისთვის მიწის გასხვისებაზე - ამ და სხვა პრიორიტეტებზე "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი კობა დავითაშვილი ქუთაისელ ამომრჩეველს 3 ოქტომბერს, ქუთაისში შეხვედრისას ესაუბრა.

"ვფიქრობ, პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტები საგარეო ურთიერთობები და ქვეყნის ტეროტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს. ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის მთავარი წუხილი. ამდენად, უშუალოდ პრეზიდენტმა უნდა აიღოს ეს ტვირთი, ეს ვალდებულება, რისი მცდელობაც, სამწუხაროდ, აქამდე, წინა პრეზიდენტების პირობებში არ ყოფილა", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქუთაისელებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება. 

"უმნიშვნელოვანესია დაწესდეს შეზღუდვები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის გასხვისების კუთხით. ჩვენ არ გვაქვს უცხოელებისთვის მისაყიდი მიწები", - განაცხადა დავითაშვილმა. 

ახალი ამბები