კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ერთად ევროპული მომავლისაკენ“: სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდასაჭერად

11 ოქტომბერი, 2013
 
4-5 ოქტომბერს მოლდოვაში, კიშინოვში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეხუთე საერთო შეხვედრა „ერთად ევროპული მომავლისაკენ“, რომელზეც შეიკრიბა სამოქალაქო საზოგადოების 250-ზე მეტი წარმომადგენელი, მაღალი რანგის საჯარო პირები, დიპლომატური და დონორი თემის წარმომადგენლები  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან.

შეხვედრის გახსნისას მაღალი რანგის საჯარო პირებმა ხაზი გაუსვეს ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას პირველად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მნიშვნელობასა და სამოქალაქო საზოგადოების როლს ვილნიუსის სამიტის შემდეგ. 

ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ნოემბერში უნდა იყოს კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული და სიტყვები და დეკლარაციები საქმით დადასტურდეს. მისი განცხადებით, ასოციაციის შეთანხმებები შესაძლოა გაფორმდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყანასთან, თუ ყველა საჭირო პირობა დაკმაყოფილებულია.

კომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ასოციაციის შეთანხმებები ვერ იქნება ერთადერთი საფუძველი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი ურთიერთობებისათვის. უმთავრესია საერთო ღირებულებები და ევროპული მიმართულება და ქვეყნები ასოციაციის ხელშეკრულებების გაფორმების გარეშეც დარჩებიან ევროკავშირის რადარში.
მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ნატალია გერმანმა გამოთქვა იმედი, რომ სამოქალაქო საზოგადოება წარადგენს რეკომენდაციებს ვილნიუსიდან რიგის სამიტამდე.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წამყვან როლს რეფორმის პროცესში და ნათელი ხედვის ქონას ვილნიუსის სამიტის შემდეგ და ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების როლზე ასოციაციის შეთანხმებების მონიტორინგის კუთხით.
 
დღის პირველი ნაწილის დამაგვირგვინებელ მომენტს წარმოადგენდა კომისარ ფულეს განსაკუთრებული ძალისხმევის აღნიშვნა მისთვის საპატიო სერტიფიკატის გადაცემით „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის აღსანიშნავად.“

აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეთა ყურადღება მიმართეს აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ ქვეყნებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
 
სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობის განცხადების შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირთან შეერთებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოება აგრძელებს ადვოკატირებას ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციისათვის. მათ ასევე ისაუბრეს რუსეთის ზეწოლაზე სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ასეთი ცვლილების გამოწვევისთვის.

აზერბაიჯანის წარმომადგელებმა ყურადღება გაამახვილეს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე. ბელორუსიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რეფორმების აუცილებლობაზე და დაგმო პრაგმატული მიდგომა, რომლის მიხედვითაც ხდება ორმხრივი მუშაობა იმ სფეროებში, რომლებშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის არადემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ ინტერესი, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს ამბიციური, ფასეულობებზე დაფუძნებული დღის წესრიგის განხორციელება.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რეფორმების სტიმულირების მნიშვნელობასა და ხედვას, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაოს მთავრობასა და საზოგადოებას შორის.

მოლდოვის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ასოციაციის შეთახნმებების ხელმოწერა და რატიფიკაცია არ ნიშნავს, რომ არ მოხდება რეგრესი. მათ განსაზღვრეს ისეთი სფეროები, როგორიც არის მართლმსაჯულება, ბიზნეს-გარემო, ჯანდაცვა, განათლება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მთავარი პრიორიტეტები.

უკრაინის ეროვნული პლატფორმის კოორდინატორმა განაცხადა, რომ ასოციაციის შეთანხმება არ არის ავტომატური გარანტი საზოგადოების როლის გასაძლიერებლად, არამედ წარმოადგენს ევროპისა და უკრაინის ბიუროკრატიის ერთობლივ პროდუქტს და ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ისინი წარმოუდგენენ სამოქალაქო საზოგადოებას არის ზედმეტად ზოგადი და სპეციფიკური. 

ახალი ამბები