კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთის ფინანსთა მინისტრ ვასილ ხორავას თაღლითობაში ადანაშაულებენ

11 ოქტომბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

აშშ-ში მცხოვრები ქართველები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ ვასილ ხორავას თაღლითობაში ადანაშაულებენ. 

აღნიშნულის შესახებ გაზეთი „ყველა სიახლე“ წერს და იქვე განმარტავს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა, რევაზ გარიშვილმა მიაწოდა.

„2013 წლის ივნისში ჩემმა მეუღლემ, ჩვენს ვაჟსა და თავის და-ძმასთან ერთად, საქართველოში გამომგზავრება გადაწყვიტა. როგორც წესი, მე ჩემი აგენტი მყავს, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირებულ კომპანიაში მუშაობს და თვითმფრინავის ბილეთებს შეღავათიან ფასში შოულობს, მაგრამ ამჯერად ჩემი ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ ნიუ-იორკში ერთ-ერთი ქართველი, კერძოდ, ვასილ ხორავა ბილეთებს 1.000 დოლარად ჰყიდდა, არადა, 1.400-დან 1.600 დოლარამდე ვიხდით ხოლმე. რა თქმა უნდა, ასეთმა ფასმა მეც მომხიბლა და ვასილ ხორავას ოთხი ბილეთის საფასური გადავუხადე. მან 2-3 დღეში გამომიგზავნა მისამართი, რომელზც ელექტრონული ბილეთები იყო განთავსებული და ზედ ჩემი ოჯახის წევრების სახელები ეწერა. ქვემოთ ავიაკომპანიის ლინკი იყო მითითებული, შევედი ამ ლინკზე და ვნახე, რომ ბილეთები ოფიციალურად დარეგისტრირებული არ იყო. დავრეკე აღნიშნულ კომპანია „დელტაში“ და აღმოჩნდა, რომ ბილეთებში, რომელიც ხორავამ ჩვენს სახელზე გამოგზავნა, ფული არ იყო გადახდილი“, – ყვება რევაზ გარიშვილი „ყველა სიახლესთან“ საუბარში. მისივე განმარტებით, ხორავას მსხვერპლი კიდევ 50-მდე ადამიანია.

„ხორავასთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ ზარებს არ პასუხობდა, თუმცა მოგვიანებით მოგვწერა, რომ ის ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც გაკოტრდა, ფული „მოტეხა“ და ისიც სხვა თანამშრომლებივით შარში გაეხვია. ამ უკრაინული კომპანიის კვალს ვერსაც მივაგენით. საქმე ის არის, რომ ეს იყო დიდი თაღლითური სქემა. არ ვიცი, საქართველოში რამდენად გაშუქდა ეს ამბავი, მაგრამ სწორედ იმ დროს ამერიკაში მოქმედი უკრაინულ-რუსული დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს, რომლის წევრებიც კორპორაციულ საკრედიტო ბარათებს იპარავდნენ და შემდეგ ყიდდნენ. დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების შემდეგ ეს სქემა გაიშიფრა და, როგორც ჩანს, ყველა ბარათი დაბლოკეს, მათ შორის ალბათ, ვასილ ხორავასიც“, - აცხადებს ამერიკაში მცხოვრები ქართველი.

გაზეთი „ყველა სიახლე“ თავად ვასილ ხორავასაც ესაუბრა, რომელიც ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ „რადგან მაღალი თანამდებობის პირია, სწორედ ამიტომ ცდილობენ მისი სახელის შებღალვას“.

„ნამდვილად ვმუშაობდი უკრაინულ კომპანიაში, რომლის ხელმძღვანელიც არის მაქსიმ ივანოვი. ამ კომპანიის ოფისი ახლაც მუშაობს ლოს-ანჯელესში. საქმე ისაა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ამერიკაში მოქმედ ავიაკომპანია „დელტასთან“, ასევე თურქულ „თურქიშ ეირვეისთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა და სწორედ ამიტომ ვეღარ მოხერხდა აღნიშნული კომპანიების ავიაბილეთების შეძენა. გადახდილ თანხას კი კომპანია კლიენტებს ეტაპობრივად უბრუნებს“, - ამტკიცებს ხორავა. 

ახალი ამბები