01:01, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

წინასაარჩევნო კამპანია სამუშაო საათებში თუ ანგარიში კორპუსის მამასახლისებს?!

15.10.2013

 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავის საკრებულოს თაჯდომარე  კახა გურგენიძე ე.წ ძველი მმართველი გუნდის კადრია. ის ბოლო ორი კვირაა სამუშაო საათებში, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში რუსთავის კორპუსების მამასახლისებს ხვდება. შეხვედრა ააიპ ,,რუსთავის კორპუსი“ -ს ორგანიზებულია. აღნიშნული აიპი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით  ემსახურება რუსთავის კორპუსების პრობლემების მოგვარებას.
 
გურგენიძე და ,,რუსთავის კორპუსი“ აცხადებენ, რომ შეხვედრა არის ერთგვარი ანგარიშის  ჩაბარება  შესრულებული სამუშაოს შესახებ და  ყოფილი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პიარს არ ისახავს მიზნად.
 
,, 2003 წლამდე განათებული იყო ქალაქის 3 %, ხოლო 2013 წლისთვის განათებულია რუსთავის 97%“, - ვკითხულობთ პირველ სლაიდზე, რომლის პრეზენტაციასაც გურგენიძე აკეთებს. მორიგი  მესიჯი კი რომელსაც ის მამასახლისებს აწვდის ქალაქში რეაბილიტირებული ლიფტების, დაგებული გზების, შემოყვანილი ყვითელი ავტობუსების და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმოხილვაა. 

ამბობს, რომ ამ ცვლილებებთან ერთად დიდი სიამოვნებით გამოვიდოდა სხვა ინიციატივითაც: ,, მე პირადად წინათ მანქანას საერთოდ არ ვაჩერებდი ავტოფარეხში და დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი ავტოფარეხების წინააღდეგ, მაგრამ დღეს ისეთი რეალობაა ნამდვილად ვერავის ვეტყვი ასე დატოვოს მანქანა“, - უხსნიდა გურგენიძე რუსთაველებს.
 
შეხვედრის მიმდინარეობისას, მან რამდენჯერმე გააკეთა განმარტება ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე: ,, ყველა პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს არის წინა მთავრობის დროს დაგეგმილი და მათ დაფინანსებაზე ვალდებულება ისედაც   აღებული ჰქონდა მთავრობას.“ 

კითხვაზე აწარმოებს, თუ არა ის ყოფილი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიას გვპასუხობს: ,, მე მეამაყება, რომ საკვანძო თანამდებობზე ვიყავი სწორედ მაშინ, როდესაც შენდებოდა და ნათდებოდა ქალაქი. ეს შეხვედრები ნამდვილად არ არის პიარი“, - გვიხსნის გურგენიძე.

აღნიშნულ შეხვედრებს ანგარიშის ჩაბარებად მიიჩნებს ,, რუსთავის კორპუსი“-ს ხელმძღვანელი კობა ლომიძეც. მისთვის მისაღებია გურგენიძის ახალი ინიციატივაც, რომელის  თანახმადაც მალე ყველა კორპუსთან გაკეთება სტენდი, სადაც განხორციელებულ პროექტებთან ერთად, დაიწერება საკრებულოს სამადლობელი სიტყვა კორპუსის მამასახლისის მიმართ. 

,, ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ თქვენ კოორდინატორები იყავით ნაციონალური მოძარობის. მე კი ვთვლი, რომ თქვენ დიდი საქმე გაქვთ გაკეთებული თქვენი ქალაქისთვის და თქვენი კორპუსებისთვის. ეს ყველაფერი კი დიდი ნერვების ფასად დაგიჯდათ, ამიტომ თქვენი შრომის დასაფასებლად   მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, - უხსნიდა ახალი ინიციატივის შესახებ რუსთაველ მამასახლისებს საკრებულოს თავჯდომარე. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC