კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა დავითაშვილის გორის შტაბმა დამკვირვებლების შერჩევა დაასრულა

15 ოქტომბერი, 2013
 
ეთერ გუგუტიშვილი, შიდა ქართლი

,,ხალხის პარტიის“  საპრეზიდენტო კანდიდატს, საარჩევნო უბნებზე მხოლოდ წარმომადგენლები ეყოლება. გორის ორგანიზაციაში დამკვირვებლების შერჩევას უკვე ასრულებენ.  როგორც  კობა დავითაშვილის გორის შტაბის ხელმძღვანელი ინგა მიხელაძე აცხადებს თითოეულ უბანზე ორ–ორი დამკვირვებელი ეყოლებათ: ,,ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვისთვის, ამ დროისთვის წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ხალხის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, კობა დავითაშვილს შეხვედრები უკვე ჰქონდა რეგიონის მასშტაბით. ასევე იგი შეხვდა გორის მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა, კობა დავითაშვილის საარჩევნო კაპანიის პერიოდში შემაჯამებელ შეხვედრას კვლავ გამართავს გორში და უფრო ნათლად ჩამოაყალიბებს თუ რატომ უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხრი მას“ - აცხადებს ინგა მიხელაძე.     
კობა დავითაშვილის საარჩევნო შტაბში ამ დროისთვის ხუთი ადამინი მუშაობს, ისინი საორგანიზაციო საკითხებით არინ დაკავებული. დამკვირვებლების შერჩევის შემდეგ, მათ ტრენინგებს სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით ჩაუტარებენ. 

ახალი ამბები