კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფრთხილად, პონცის პირამიდა!

15 ოქტომბერი, 2013
 
თამთა  თვალავაძე, სალომე ჩხეიძე

2012 წლის  29  ნოემბერს  დარეგისტრირებული კომპანია  შპს „ ოქროს ირემი“   გაკოტრდა. ფინანსური პირამიდა  დაინგრა და ათასობით ადამიანი დაზარალდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ქრისტინე კუბლაშვილის განცხადებით, სწრაფად და ნაკლები ძალისხმევით გამდიდრების  მსურველებმა  თანხა  საბოლოოდ  დაკარგეს.

აღნიშნული კომპანია ინვესტორებს  თანხას, სხვა  ინვესტორების გადახდილი თანხიდან უხდიდა. საინვესტიციო აფიორის  ეს  ფორმა საფინანსო  ბაზარზე პონცის  ფინანსური პირამიდის სახელითაა  ცნობილი. „ოქროს  ირმის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და  დირექტორი ნესტან ავალიანი იყო. ოფისი ვაკეში ერთ-ერთ პრესტიჟულ საცხოვრებელ სახლში მდებარეობდა. მეანაბრეებს აღნიშნული ფირმა მოგების არარეალურ თანხას  სთავაზობდა და  ბევრი მომხამრებელიც მიიზიდა. ის მეანაბრეებს 6 კვირაში 850 დოლარის სანაცვლოს  2400 დოლარს  ჰპირდებოდა. ვისაც 850 დოლარი ერთდროულად  ვერ  შეჰქონდა, შეეძლო მხოლოდ 170 დოლარი შეეტანა და ამასთან ერთად კომპანიაში ოთხი ადამიანი  მიეყვანა. 

ციცინო  რობაქიძემ „ოქროს ირემში“ 850 დოლარი შეიტანა, შეეძლო 170-ც შეეტანა, თუმცა  კომპანიაში დამატებით 4 ადამიანის  მიყვანა  არ  სურდა. დაახლოებით  20 დღეში   2400  დოლარი მიიღო,  სანაცვლოდ. „პირველ ანკესს  წამოვეგეთ, ვისესხე  ფული და კვლავ შევიტანე,თუმცა მის შემდგე თანხა  აღარ მოუციათ. ხელშეკრულება  არც  მინახავს, ისე  ადვილად ავიღე 2400 დოლარი“. -ამბობს რობაქიძე. ის  კიდევ ერთი  კომპანიის „2012+ უსასრულობის“ მოტყუებული მეანაბრე აღმოჩნდა, კომპანია, რობაქიძის თქმით, კლიენტებს  თანხის  გაოთხმაგებას  სთავაზობდა. თანხის მიღების  დრო  რომ დადგა, უფლებამოსილი პირი  გაუჩინარდა. ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ეროვნულმა  ბანკმა მოსახლეობას პონცის ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიებთან ურთიერთობისას  სიფრთხილისკენ მოუწოდა. მსგავსი კომპანიები ეროვნული ბანკის ზედამხედველობის და კონტროლის ქვეშ არ  იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, ქსელური  მარკეტინგის  სქემით მომუშავე კომპანიაში  თანხის  შეტანის მსურველები თავდაპირველად ბევრი აღმოჩნდა, პრობლემა კი მას შემდეგ გაჩნდა რაც  თანხის შეტანის მსურველთა  რაოდენობამ იკლო.

დაზარალებულთა  ნაწილი  სამართლებრივი ბრძოლისთვის  ემზადება. ადამიანის  უფლებათა  ცენტრის იურისტის  ქრისტინე  კუბლაშვილის განმარტებით, მეანაბრეებსა და კომპანიას  შორის დადებული ხელშეკრულება  საქველმოქმედო ხასიათისა და არანაირ  ვალდებულებებს არ  გულისხმობს. 

„მითითებულია, რომ  თუ  პირი  კომპანიაში 4 ადამიანს მიიყვანს სანაცვლოდ 2400 დოლარს მიიღებს. ამ ხელშეკრულების  საფუძველზე სამოქალაქო  მიმართულებით  საქმის  წარმოება შეუძლებელია“- ამბობს კუბლაშვილი.

„ოქროს  ირმის“ გაკოტრების გამო დაზარალებულთა  რიცხვი, მათივე ინფორმაციით,  რამდენიმე ათასია და ზარალი 10 მლნ დოლარს აჭარბებს. კომპანიის თავდაპირველი მფლობელი ნესტან  ავალიანია,  რომელმაც მოგვიანებით  კომპანიის  50 %-იანი წილი გაყიდა. ნასტან ავალიანის წინააღმდეგ  მეანაბრეებმა  სასამართლოში  სარჩელი შეიტანეს და ის 2 თვეა პატიმრობაშია, თუმცა დაზარელებულები ჯერჯერობით  არ დაუკითხავთ. კომპანიის ამჟამინდელი მფლობელები  სატელეფონო ზარებს არ  პასუხობენ და  მისამართსაც  გამუდმებით იცვლიან.

ახალი ამბები