კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართულ ოცნებას“ ნეპოტიზმში ადანაშაულებს

16 ოქტომბერი, 2013
 
ქეთი ლაბაძე, აჭარა

„აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში, თანამდებობებზე კვლავ ნათესაური კავშირით ინიშნებიან“ - ეს განცხადება უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში ბრიფინგზე გააკეთა.

„კვლავ გრძელდება ნეპოტიზმი აჭარაში. ხაბაძე-ბერიძე-დუმბაძის კლანი კვლავ ანაცვლებენ და ასაქმებენ თავიანთ ნათესავებს საჯარო სამსახურებში არსებულ თანამდებობებზე. ამის დასტურია გამგებლების ერთ დღეში გამოცვლა და მათი ნათესავებით ჩანაცვლება. კერძოდ, ქედის გამგებელი დუმბაძის ნათესავია. ქობულეთის გამგებელი კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მეგობარია“.

ასმათ დიასამიძემ საჯარო სამსახურში თანამდებობებზე დანიშვნა კონკურსის ჩატარების წესით მოითხოვა, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს კონკურსში მონაწილეობის საშუალებას.

ახალი ამბები