კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერიამ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა ფურშეტებსა და რესტორნებში დახარჯა

16 ოქტომბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

მერიამ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა ფურშეტებისა და რესტორნების მომსახურებისათვის დახარჯა, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა. 

პრესკონფერენციაზე მან წარმოადგინა თბილისის მერიის ადმინისტრაციის ბეჭედდასმული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის მერიამ 2012 წელს და 2013 წლის ივლისის ჩათვლით ფურშეტებისა და რესტორნების მომსახურებისათვის, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი, კერძოდ 484 255 ლარი დახარჯა. 

ამასთან ზაზა გაბუნიამ პრესკონფერენციაზე გამოყო რამდენიმე შემთხვევა. კერძოდ, 2012 წლის იანვრის თვეში, მერიამ უმასპინძლა 3 400 ამხანაგობის თავმჯდომარეს, რაც ბიუჯეტს ერთჯერადად 79 616 ლარი დაუჯდა. ზაზა გაბუანიას თქმით, ამ პერიოდში 16-26 იანვარს, საკრებულოს იმდროინდელი უმრავლესობის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოხდა ბიუჯეტში ცვლილების შეტანა და ამ ფაქტის აღნიშნავს ემსახურება 80 000 ლარის რესტორანში დახარჯვა. ასევე 2012 წლის მარტში ირკვევა, რომ ამავე მიზნით მერიამ დახარჯა 29 591 ლარი, იგივე განმეორდა 2012 წლის 26 აპრილს, მერიამ 120 პერსონალზე 24 944 ლარი დახარჯა. ამდენივე 25 000 ლარი დაიხარჯა 2012 წლის 17-19 მაისს 1 300 პერსონაზე. 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიზედვით კი, ზაზა გაბუნიას თქმით, მერიამ 250 პერსონაზე მოწყობილ ალაფურშეტზე 11 640 ლარი დახარჯა. 

„აქ მოტანილი ცალკეული შემთხვევებიდან ჩანს, რომ აღნიშნული ძვირადღირებული შეხვედრები იმართებოდა პარტიული აქტივისტებისთვის და ბიუჯეტის თანხები იხარჯებოდა პარტიული ინტერესებისთვის. იმისთვის, რომ დადგეს აღნიშნული ქმედების კანონიერების საკითხი, კერძოდ, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7.2 მუხლთან მიმართებით, ვთვლით, რომ სამართალდაცავი ორგანოების შემდგომი შესწავლის საგანი უნდა გახდეს“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. 

მისივე თქმით, მერიის ადმინისტრაციის მიერ ბეჭედდასმულ დოკუმენტებს უახლოეს პერიოდში პროკურატურას გადაუგზავნიან. გაბუნიამ ასევე დასძინა, რომ მათ ხელთ აქვთ დოკუმენტები, არა მარტო ფურშეტების შესახებ, არამედ ბიუჯეტიდან სხვა მიზნით თანხების ფლაგვაზე, რომელსაც ეტაპობრივად გამოამზეურებენ. 

ახალი ამბები