კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უწყებათაშორისმა კომისიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ მიმართა

17 ოქტომბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

უწყებათაშორისი კომისია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ქედაში მათი პარტიების წარმომადგენლებმა ურთიერთიმპიჩმენტის პროცედურების მცდელობები შეწყვიტონ. შესაბამისი რეკომენდაცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გამოსცა.

როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქედის გამგებლის იმპიჩმენტს ცდილობს, ხოლო „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს. 

უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქედაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ერთად იმუშავონ, საკადრო გადაადგილებები კი არ უნდა განხორციელდეს. 

ახალი ამბები