კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასმართლომ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სამსახურში აღადგინა

17 ოქტომბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის რაიონულმა სასამართლომ გამგებლის მოდგილის თანამდებობიდან, ზაზა ადუაშვილის გათავისუფლება უაკნონოდ მიიჩნია და სამსახურში აღადგინა, მოსამართლის გადაწყვეტილებით მას ასევე  ხელფასიის ოდენობით 3 თვის განაცდური აუნაზღაურდება. 
 
სასამართლო პროცესზე ადუაშვილის ინტერესებს ,,საია“–ს იურისტი ნონა სკილაშვილი იცავდა, მუნიციპალიტეტის მხარეს კი საკრებულოს იურისტი ვანო ბალახაშვილი და გამგეობის იურისტი რევაზ გოგიაშვილი წარმოადგენდნენ. მუნიციპალიტეტის იურისტებმა სასამართლო პროცესზე განმარტეს რომ ადუაშვილმა ხუთი დღის განმავლობაში გააცდინა სამსახური და ამის შესახებ ზემდგომი არ ჩააყენა საქმის კურსში, და სწორედ ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. რასაც სასამართლო სხდომაზევე შეეწინააღმდეგა ზაზა ადუაშვილი, მან განმარტა, რომ ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო ვერ იარა სამსახურში და ამის შესახებ საქმის კურსში იყო გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ციცო ორჯონიკიძე. 

გამგეობის იურისტმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში მოადგილეს მისი უშუალო ხელმძღვანელი, გამგებელი უნდა გაეფრთხილებინა და არა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ამასთანვე  უნდა წარედგინა ბიულეტინი ექმის ხემოწერით რომ მართალა ავად იყო.  ზაზა ადუაშვილის ინტერესების დამცველმა იურისტმა ნონა ასკილაშვილმა სასამართლო სხდომაზე ადაუაშვილის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელსაც ხელს არა გამგებელი, არამედ საკრებულოს თავმჯდომარე აწერდა. მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ზაზა ადუაშვილი სასმსახურში აღადგინა და სამი თვის განცდურის ანაზღაურება დააკისრა გორის მუნიციპალიტეტის  გამგეობას ადუაშვილის სასარგებლოდ.
 
შეგახსენებთ რომ ზაზა ადუაშვილს პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რამდენიმე თვის წინ შეექმნა, მიუხედავად იმისა რომ იგი ,,ქართული ოცნების“ წევრი იყო,  როგორც თავად განცხადა მას საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ფიზიკურადაც გაუსწორდა  ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლი. ადგილობრივი მედია წერდა რომ მათ შორის იყვნენ მაჟორიტარი დეპუტატი, გამგებელი, მისი თანაშეწე და კიდევ რამდენიმე პირი. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ადაუაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ბრძანებას გამგებლის ნაცვლად საკრებულოს თავმჯდომარე აწერს ხელს. სწორედ ეს ფქატი მიიჩნია სასამართლომ არასწორად და ადუაშვილი სამსახურში აღადგინა.

ახალი ამბები