კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები და პასიური ახალგაზრდობა

18 ოქტომბერი, 2013

სალომე გოგეშვილი, გურია

არჩევნების პერიოდში ახალგაზრდების აქტივობა  ყოველთვის თვალშისაცემია ხოლმე. გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ლანჩხუთში ახალგაზრდული მოძრაობა საკმაოდ აქტიური იყო, რასაც ვერ ვიტყვით ახლანდელ წინასაარჩევნო პერიოდზე. არის თუ არა ახალგაზრდობა ისევ ისეთი აქტიური და რა როლი უჭირავთ ახალგაზრდებს არჩევნებში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

„ახალგაზრდების მოტივირებულობის ზრდა არჩევნების პერიოდში გამოწვეულია სამუშაო ადგილების ძიების პროცესით და გამოცდილების ამაღლებით. ჩვენთან ახალგაზრდები ცდილობენ შეინარჩუნონ გასული წლის ენთუზიაზმი და აქტიურად დაუჭირონ მხარი ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატს, თუმცა მხარდამჭერთა რაოდენობა  შემცირდა , რაც ვფიქრობ, გამოწვეულია როგორც არახელსაყრელი პერიოდით, რადგან ახალგაზრდების უმეტესობა სტუდენტია, ასევე იმ მოლოდინის გაცრუებით, რაც მხარდამჭერებისთვის  მეტი სამუშაო ადგილებისა და დასაქმების მიღების შანსს იძლეოდა,“ - აღნიშნავს მაკა კვირკველია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

კვირკველიას თქმით, აუცილებელია ამ ახალგაზრდების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა და პარტიის მხარდასაჭერად მოტივაციის  ამაღლება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, კახა ასკურავაც ადასტურებს, რომ ახალგაზრდები წელს გაცილებით პასიურები არიან, ვიდრე შარშან: „ეს კი გამოწვეულია ჩვენი პარტიის უმცირესობაში ყოფნითა და ხელისუფლების მტრული პოლიტიკით ჩვენ მიმართ, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებში იწვევს შიშსა და პრობლემებს,“ – განუცხადა Humanrights.ge–ს ასკურავამ. მისივე თქმით, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მხარდამჭერების სიმრავლე და აქტიურობა სიტუაციის შესაბამისი იყო, ბევრს სურდა მმართველ პარტიასთან ურთიერთობა და სამუშაო ადგილის პოვნა.
 
„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვგეგმავთ ახალგაზრდული ორგანიზაციის სრულყოფილ  ჩამოყალიბებას, რომელიც ცენტრალური შტაბიდან დაფინანსდება, რაც მხარდამჭერთა მოტივაციისა და აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა ასკურავამ. 

Humanrights.ge–ს ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომიისიაში აცნობეს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 18-35 წლამდე დაახლოებით 14 400 ამომრჩეველია ფიქსირებული, რაც მთლიანი ამომრჩევლის (32 000) 45%-ს შეადგენს. 

ახალი ამბები