კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის #32 საარჩევნო ოლქში სამი სპეცუბანი იმუშავებს

18 ოქტომბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის #32 საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს სამი სპეცუბანი იმუშავებს, რომელებიც სამხედრო ბაზებზე გაიხსნება. კერძოდ, გორის ნომერ მეხუთე ქვეით ბრიგადაში ორი სპეცუბანი გაიხსნება, ასევე ერთი უბანი გაიხსნება უფლისციხის სამხედრო ბაზაზე.

 წინა არჩევნებისგან განსხვავებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში სპეცუბანი არ გაიხსნება, რადგან არც თავდაცვის სამინისტროს და არც ჰოსპიტალის დირექციას ამ საკითხზე საოლქო კომისიაში მოთხოვნა არ გაუგზავნია.

ასევე სპეცუბანი არ გაიხსნება გორის სამხედრო აკაედემიაშიც. შეგახსენებთ რომ გასული წლის საპარლამეტო არჩევნების დროს გორში ექვსი  სპეცუბანი მუშაობდა. სპეცუბნების შემცირებასთან დაკავშირებით, გორის #32 საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცემენ ხმებს და ის, სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს სპეცუბნების რაოდენობის შემცირებას. 

თავდაცვის უწყებაში  სპეცუბნების შემცირება შესაძლოა მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნების წინა დღეს ჯარს ყაზარმულზე არ გადაიყვანს და მათ სამხედრო ბაზაზე არ მოუწევთ  ხმის მიცემა, რასაც ადგილი ქონდა თითქმის ყველა გასულ არჩევნებზე.  

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ  სამხედრო მოსამსახურეების ხმები ყოველთვის სახელისუფების იყო და სამხედრო პირებს შეზღუდული ჰქონდათ თვისუფლად ხმის მიცემის უფლება. საარჩევნო საკითხებში ექსპერტ ნინა ხატიკაცის თქმით ძალოვანი სტუქტურის წარმომადგენლებს ხელისუფლება იყენებდა იქ სადაც არჩევნებს აგებდა, ამის ერთ–ერთ მაგალითად მას გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს სვანეთში გახსნილი სპეცუბანი მოჰყავს, სადაც სამხედროები არჩევნებისთვის ჩაიყვანეს.  
  
თავდაცვის მინიტრმა ირაკლი ალასანიამა საჯაროდ დადო პირობა , რომ სამხედრო მოსამსახურეებს არავინ აღარ აიძულებს ხმა მისცენ სახელისუფლებო საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ.

ახალი ამბები