კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გადახაზეთ ნომერი 41“ _ დავითაშვილის მოწოდება ბათუმელი ამომრჩევლისადმი

18 ოქტომბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

12 ოქტომბერს, „ხალხის პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი ბათუმელ ამომრჩეველს ბონის კულტურის სახლში შეხვდა. მან შეკრებილ მოსახლეობას თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელშიც ყურადღება სამართლიანობის აღდგენაზე გაამახვილა. დავითაშვილი მოსახლეობას იმ დაპირებებზეც ესაუბრა, რის განხორციელებასაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გეგმავს.

„ჩემი ძირითადი მიზანი არის, ამ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ჯალათებმა საკადრისი პასუხი უნდა აგონ, ჩამორთმეული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს, ხოლო უსამართლოდ გათავისუფლებული ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ სამსახურში და დაიკავონ იმ ხალხის ადგილი, რომლებიც ერთი მთავრობიდან მეორეში ინაცვლებენ“, - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.

დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა: „ვეთანხმები ბატონ დავითს, თუ აღმოჩენა უნდა გასაწმენდი ობიექტების, ჩაიხედოს სარკეში. აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ასეთი ადამიანებისგან პოლიტიკა, ვინც თანამდებობას იყენებს პირადი გამდიდრებისთვის, ვინც უმრავლესობის ლიდერობას, მარგველაშვილის შტაბის უფროსობას იყენებს იმისთვის, რომ ლობირებს საკუთარ ბიზნესს. მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას - 41 ნომრის შემოხაზვით თქვენ ხმას აძლევთ არა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მიდის პოლიტიკიდან, არამედ დავით საგანელიძეს, რომელიც რჩება და კიდევ აპირებს ჯიბის გავსებას თქვენი ფულით. ამიტომ, არ მისცეთ ხმა დავით საგანელიძეს და გადახაზეთ ნომერი 41“.

ახალი ამბები