კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრემიერის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა

21 ოქტომბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ინიციატივა ძალაშია. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 4 ოქტომბრის სესიაზე დაამტკიცდა, მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა. დღეიდან ძალაში შევიდა საკანონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი რიგი კონსტიტუციური ნორმების შეცვლას ითვალისწინებს. 

კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრს აღარ ექნება უფლებამოსილება იმისა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების საკითხი მთავრობის ნდობის საკითხს დაუკავშიროს და მთავრობის მიერ პარლამენტში კანონპროექტის წარდგენასთან ერთად, პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დასვას. ამასთან, ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება და კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი პროცედურები ამოქმედდება. 

გარდა ამისა, ძალაში შესული საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლსაც ეხება. კერძოდ კი, კონსტიტუციაში დარჩა პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. აღნიშნული ნორმა, კონსტიტუციაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ იარსებებდა, თუმცა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებითა და მიღებული საკონსტიტუციო პროექტით, ის ძალაში დარჩა.

ახალი ამბები