კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირველივე ტურში არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადგილს გამარჯვებული კანდიდატი 17 ნოემბერს დაიკავებს

21 ოქტომბერი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტის პირველივე ტურში არჩევის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ადგილს გამარჯვებული კანდიდატი 17 ნოემბერს დაიკავებს. 

სწორედ ამ დღეს გაიმართება ინაუგურაციის ცერემონიალი და ვილნიუსის სამიტზეც საქართველოს ახალი პრეზიდენტი წარადგენს.

კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ ინაუგურაცია 17 ნოემბერს უნდა გაიმართოს და შესაბამისად, 17 ნოემბრიდან ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. 

"17 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება. ამდენად, ვილნიუსის სამიტზე ის პრეზიდენტის რანგში ვერ წავა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხმალაძემ. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის რანგში ვილნიუსის სამიტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარსდგეს, თუკი გამარჯვებული 27 ოქტომბრის შედეგებით ვერ გამოვლინდება და არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, თუმცა ამასთან დაკავშირებით ხმალაძე ამბობს, რომ "მეორე ტურის ალბათობა მცირეა". 

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი, სადაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ელოდება, მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება. რამდენიმე თვის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტი მისთვის პრეზიდენტის რანგში ბოლო სამიტი იქნება. ვილნიუსში პრეზიდენტის რანგში აპირებს ჩასვლას "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებს ის იგებს.

ახალი ამბები