კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედია აგრძელებს არჩევნების დაბალანსებულად გაშუქებას - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეორე შუალედური ანგარიში

22 ოქტომბერი, 2013
 
გელა ბოჩიკაშვილი,www.media.ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 21 ოქტომბერს მედიასაშუალების მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის (16 სექტემბერი – 10 ოქტომბერი) შედეგები გამოქვეყნა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მედია აგრძელებს არჩევნების ზოგადად დაბალანსებულად გაშუქებას. მედიის უმეტესი ნაწილი უფრო ნაკლებ დროს უთმობს მთავრობას, ნაწილმა კი გაზარდა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გაშუქებისთვის დათმობილი დრო. ტელევიზიებმა ძირითადი დრო „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებას დაუთმეს.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ქარტია 2 სექტემბრიდან „მემო 98“-თან ერთად აკვირდება 6 სატელევიზიო არხს - საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“, „რუსთავი 2“-ს, „იმედს“, „მაესტროს“, „კავკასიასა“ და ტელეკომპანია „აჭარას“. კვლევაში ჩართული მონიტორები მედიის საშუალებების საქმიანობაში ბალანსს,სიზუსტეს, თემატიკის შერჩევას, სიძულვილის ენასა და სიუჟეტების რიგითობას აკვირდებოდნენ. გარდა ამისა, კვლევაში მოხვდა თითოეული კანდიდატისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დათმობილი დროის ანალიზი.

მეორე შუალედური ანგარიშის შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძეს უფრო მეტ დროს საზოგადოებრივი მაუწყებელის „პირველი არხზე“, „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ უთმობდნენ, გიორგი მარგველაშვილს კი - ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „აჭარის“ ტელევიზია.

მედიამონიტორების აზრით, საინფორმაციო გამოშვებებში გასულ სიუჟეტებშიმედია საშუალებებს არ წარმოუდგენიათ სიღრმისეული და ანალიტიკური მასალები, რომელიც ამომრჩევლებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების თვისებებისა და პროგრამების შეფასებაში დაეხმარებოდა.

მეორე შუალედური ანგარიშის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვებებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გაშუქდა. 1 ოქტომბრიდან არხზე ახალი პოლიტიკური ტოქშოუ დაიწყო, რომლის ბოლობლოკიც პრეზიდენტობის კანდიდატებს ეთმობოდათ. ამავე პერიოდში საინფორმაციო პროგრამებში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. „მოამბის“სიუჟეტში, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში სამი ოჯახის იძულებით დატოვებას ეხებოდა, ჟურნალისტს არ აღუნიშნავს, რომ ამ სამმა ოჯახმა წინა ხელისუფლებისგან ფინანსური კომპენსაცია და საცხოვრებელი კოტეჯები მიიღო. 

გარდა ამისა, 10 ოქტომბერს „მოამბის“ მთავარი გამოშვება ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ფოტოსურათის ახლო ხედის ჩვენებით დაიწყო. სიუჟეტის შინაარსიდან გამომდინარე მონიტორებმა მიიჩნიეს, რომ მსგავსი ფოტოს ახლო ხედით ჩვენება მაყურებველს დამატებით ინფორმაციას არ აწვდიდა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სამონიტორინგო პერიოდში ინფორმაციას მეტწილად დაბალანსებულად და ობიექტურად გადასცემდა. არხზე გადიოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორი ტოქშოუ - „არჩევნები“ და „პოზიცია“. ამ გადაცემებში მიწვეული სტუმრები ბალანსის დაცვით იყო შერჩეული. თუმცა მონიტორებმა დააფიქსირეს რამდენიმე შემთხვევა, როცა ჟურნალისტმა მაყურებელს არასრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია და დაარღვია ბალანსი. 5 ოქტომბერს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ლენტეხის რაიონში დარიშხანითდაბინძურებულ რამდენიმე კერაზე გასული სიუჯეტი 3 ადგილობრივ მოსახლეზე დაყრდნობით მოამზადა. სიუჟეტში არ იყო ხელისუფლების არცერთიწარმომადგენლის პოზიცია დაფიქსირებული და არც მათი პოზიციის მოძიების მცდელობა ჩანდა. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას კრიტიკული განცხადების შემდეგ მეორე მხარეს პასუხის გაცემის საშულება არ მისცა.

ბალანსის დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა ტელეკომპანია „იმედის“ეთერში. საინფოამციო გამოშვება „ქრონიკაში“ ხშირად ხვდებოდა მასალები, რომელიც ხელისუფლების წარმატებით მუშაობას ასახავდა და დადებითად წარმოაჩენდა. სამონიტორინგო პერიოდში არხზე ორი პოლიტიკური შოუ გადიოდა - „პოლიტიკის დრო“ და „ღია ეთერი“. გადაცემეში წამყვანები არ ამჟღავნებდნენ განსაკუთრებულ მიკერძოებულობას რომელიმე პოლიტიკურიპარტიის მიმართ.

საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტები დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ პერიოდში არხზე სამი პოლიტიკური ტოქშოუ - „სუბიექტური აზრი“, „არგუმენტები“ და „პოლიტმეტრი“ გადიოდა. მონიტორების აზრით, ტოქშოუებში არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა. „არგუმენტებში“ მხოლოდ ერთხელ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია ჩანდა.

ტელეკომპანია „აჭარის“ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევები არ აღმოუჩენიათ მონიტორებს. არხზე ძირითად დარღვევად ტექნიკური ხარვეზებია მიჩნეული - რესპოდენტებს არ ჰქონდათ შესაბამისი ტიტრი მითითებული. ამ პერიოდში არხზე მხოლოდ ორი საპრეზიდენტო კანდიდატი მიიწვიეს, ორივეშემთხვევაში ოპონენტის გარეშე.

მონიტორინგის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში საინფორმაციო გამოშვებებში გასული მასალები მეორდება და ინფორმაციის თვალსაზრისით მწირი იყო ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გასული საინფორმაციო გამშვებები. ამის მიუხედავად, გასული მასალები ძირათადად დაბალანსებულად იყო მომზადებული. იყო შემთხვევები, როცა დაირღვა ბალანსი და მეორე მხარეს არ მიეცა პოზიციის დაფიქისრების საშუალება. სამონიტორინგო პერიოდშიარხზე ოთხი ტოქშოუ - „სპექტრი“, „ცხელი ხაზი“, „ბარიერი“ და „არჩევნები 2013“ გადიოდა. გადაცემებში „სპექტრი“ დადებითად წარმოაჩნედა ხელისუფლების წარმომადგენლებს, წინა ხელისუფლებას კი - უარყოფითად.

ამ გადაცემაში არ ყოფილა მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წარმომადგენელი. „სპექტრის“ წამყვანი ხშირად იყენებდა ფრაზებს, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებდა მაყურებელსა და კონკრეტულ ჯგუფებს. „ცხელი ხაზის“ წამყვანი, ალექსანდრე ელისაშვიული კი, გამოირჩეოდა ემოციური შეფასებებით. გადაცემებაში სტუმარმა გამოიყენა სიძულვილის ენა, რაზეც წამყვანს სტუმრისთვის თავის შეკავებსისკენ არ მოუწოდებია.

მედიამონიტორინგის პროექტის ფარგლებში „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ სულ 3 შუალედურ ანგარიშსა და ერთი საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს, სადაც შეტანილი იქნება რჩევები და რეკომენდაციები მონიტორნიგში მონაწილე მედიასაშუალებებისათვის.
 

ახალი ამბები