კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719–ს შეადგენს

22 ოქტომბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719-ს შეადგენს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ეს მონაცემი 76 132-ით ნაკლებია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის იმ მონაცემზე, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა და 3 613 851-ს შეადგენდა.

წინა და ახლანდელ მონაცემებს შორის სხვაობას ხელისუფლება ძირითადად უკავშირებს მოქალაქეების რეგისტრაციიდან მოხსნას. 
ცესკო სიას იმ მონაცემების საფუძველზე ადგენს, რომელსაც მას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწვდის.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 

რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების რაოდენობამ 98 000–ს ოდნავ გადააჭარბა; მათი რეგისტრაციიდან მოხსნის ძირითადი მიზეზი კონკრეტულ მისამართებზე მათი არასწორი რეგისტრაცია გახდა.

ცესკომ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების ფილტრაციაც განახორციელა, „რის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამის უბნებში გამოაკრა 74, 896 რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქის სია“, განაცხადა საარჩევნო ადმინისტრაციამ.

10 ოქტომბერს ამოიწურა ვადა რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის, რომ მათ ხელახლა გაევლოთ რეგისტრაცია; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 9 142 ამომრჩეველმა ხელახალი რეგისტრაცია გაიარა.   

ამას გარდა, 48 458 ამომრჩეველი, რომელთაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში გაიარეს რეგისტრაცია, შეძლებს მონაწილეობას 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 36 ქვეყანაში გახსნილ 52 უბანზე, მათ შორის 2 უბანზე ავღანეთში, დაახლოებით, იმ 1 560 ქართველი სამხედროსთვის, რომლებიც ISAF–ის მისიაში მონაწილეობენ (ცესკოს ინფორმაციით, ქართველი სამხედროებისთვის ვადამდელი არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართა). 2012 წლისსაპარლამენტო არჩევნების საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 45 100–ს შეადგენდა.    

თუ არ ჩავთვლით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოში ამომრჩეველთა უდიდესი რაოდენობა 1991 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა – 3 594 810 და 2010 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებზე – 3 544 770.    

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ასევე შეიცავს ამომრჩეველთა რაოდენობას 73 საარჩევნო ოლქიდან თითოეულში.

ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა ქუთაისის ოლქშია და 158 967–ს შეადგენს; შემდეგ მოდის თბილისის გლდანის და სამგორის ოლქებში 141 263 და 139 934 ამომრჩევლით, შესაბამისად.

ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები რაოდენობაა ყაზბეგში – 5 714 და ლენტეხში – 5 968. 

 

ქვემოთ მოცემული ამომრჩეველთა რაოდენობა რეგიონების და ოლქების მიხედვით:

თბილისი – 966 901

გლდანი – 141 263

სამგორი – 139 934 

ნაძალადევი – 132 797

საბურთალო – 123 664

ისანი – 110 611

ვაკე – 95 737

დიდუბე – 68 124

ჩუღურეთი – 58 592

მთაწმინდა – 51 832

კრწანისი – 44 347

კახეთის რეგიონი - 313 283

თელავი – 57 054

გურჯაანი – 55 032

საგარეჯო – 46 344

ლაგოდეხი – 39 707

სიღნაღი – 31605

ახმეტა – 30,796

ყვარელი – 29 667

დედოფლისწყარო – 23 078

ქვემო ქართლის რეგიონი - 405 815

რუსთავი – 108 662

მარნეული – 97 838

გარდაბანი – 73 969

ბოლნისი – 57 658

წალკა – 23 326

დმანისი – 22 725

თეთრიწყარო – 21 637

მცხეთა–მთიანეთის რეგიონი - 88 222

მცხეთა – 44 913

თიანეთი – 11 116

დუშეთი – 26 479

ყაზბეგი – 5 714

შიდა ქართლის რეგიონი - 239,402

გორი – 110 916

ხაშური – 50 433

კასპი – 40 407

ქარელი – 37 646

სამცხე–ჯავახეთის რეგიონი - 149 285

ახალქალაქი – 39 545

ახალციხე – 35 120

ბორჯომი – 27 427

ნინოწმინდა – 21 689

ადიგენი – 15 648

ასპინძა – 9 856

რაჭა–ლეჩხუმის რეგიონი - 36 428

ამბროლაური – 11 914

ცაგერი – 11 831

ონი – 6 715

ლენტეხი – 5 968

იმერეთის რეგიონი - 558 717

ქუთაისი – 158 967

ზესტაფონი – 56 568

წყალტუბო – 52 696

სამტრედია – 48 136

ჭიათურა – 45 094

საჩხერე – 44 457

თერჯოლა – 34 810

ვანი – 26 749

ხონი – 24 100

ტყიბული – 23 538

ბაღდათი – 23 249

ხარაგაული – 20 353

გურიის რეგიონი - 113 104

ოზურგეთი – 64 116

ლანჩხუთი – 30 132

ჩოხატაური – 18 856

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი - 361 175

ზუგდიდი – 127 937

სენაკი – 42 496

ფოთი – 41 669

მარტვილი – 34 385

წალენჯიხა – 31 765

ხობი – 29 365

ჩხოროწყუ – 23 018

აბაშა – 21 980

მესტია – 8 560

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 305 387

ბათუმი – 133 512

ქობულეთი – 69 377

ხულო – 24 249

ხელვაჩაური – 47 305

ქედა – 15 744

შუახევი – 15 200
 

ახალი ამბები