კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები

22 ოქტომბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

კოალიცია ქართული ოცნება წელს ფულადი შემოწირულობების უმსხვილესი მიმღებია, რომელსაც მოყვება ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, რომელმაც ექვსჯერ მეტი დაფინანსება მიიღო დონორებისგან, ვიდრე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

იმ 1.85 მილიონი ლარის გარდა, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა 2013 წლის პირველ შვიდ თვეში მიიღეს, კოალიციამ  დონორებისგან მიღებული 2.15 მილიონი ლარი შემატა თავის ხაზინას აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებულიდოკუმენტების თანახმად.ამ დაფინანსების ლომის წილი პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოიზიდა. 

აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში, ივანიშვილის პარტიამ 1 472 895 ლარის ფულადი შემოწირულობა მიიღო; დანარჩენი 677 642 ლარი მოიზიდა ეროვნულმა ფორუმმა (141 136 ლარი), ირაკლი ალასანიას თავისუფალმა დემოკრატებმა (354 797 ლარი), რესპუბლიკურმა პარტიამ (181 598 ლარი); კონსერვატიული პარტიის ინფორმაციით, მან მხოლოდ 111 ლარის შემოწირულობა მიიღო, ხოლო მრეწველთა პარტიის ინფორმაციით, მას საერთოდ არ მიუღია არანაირი შემოწირულობა.

ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო წლის პირველ ნახევარში შედარებით მცირე შემოწირულობებს იღებდა, მაგრამ დაფინანსების ძირითადი ნაკადი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად წამოვიდა.

15 ოქტომბრის მდგომარეობით, ბურჯანაძის პარტიამ 860 137 ლარის ფულადი შემოწირულობები მიიღო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებული დოკუმენტების თანახმად.ამას გარდა, პარტიამ ასევე მიიღო 64 507 ლარის ღირებულების „არაფულადი შემოწირულობები“.

არაფულადი შემოწირულობაა, მაგალითად, როდესაც პარტია ოფისისთვის ფართს უფასოდ ქირაობს; მაგრამ ამის დეკლარირებაც უნდა მოხდეს შემოწირულობის სახით, დაქირავებული ფართის საბაზრო ღირებულების შესაბამისად.

2 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე ბურჯანაძის პარტიამ, რომელსაც სხვა პარტიებისგან განსხვავებით სახელმწიფო დაფინანსება და უფასო სატელევიზიო დრო არ აქვს პოლიტიკური რეკლამისთვის, სულ ცოტა 854 258 ლარი დახარჯა რეკლამაზე, საიდანაც 397 613 ლარი სატელევიზიო რეკლამაზე დაიხარჯა; 381 226 ლარი ბეჭდვით რეკლამაზე, ხოლო 7 404 ლარი ინტერნეტით რეკლამაზე.

მიმდინარე ზაფხულში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია ან საინიციატივო ჯგუფი, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატი ხმების სულ ცოტა 10%–ს მიიღებს, შეძლებს სახელმწიფო დაფინანსების მიღებას კამპანიის დროს გაწეული მაქსიმუმ 1 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯების დასაფარად.

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც შარშან 20.8 მილიონი ლარის ფულადი შემოწირულობები მიიღო, წელს მხოლოდ 140 000 ლარი მოიზიდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ ეს შემოწირულობები ოქტომბერში 27 დონორისგან მიიღო, რომელთაგანაც 10 ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია: გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, შოთა მალაშხია, გიორგი ოჩიაური და ზაზა კედელაშვილი – თითოეულმა მათგანმა 10 000 ლარი გაიღეს პარტიისთვის; ასევე გიორგი ბარამიძე (15 000 ლარი), სერგო რატიანი (7 000 ლარი), ზურაბ ჩილინგარაშვილი (5 000 ლარი), ლევან ბეჟაშვილი (4 000 ლარი) და ჩიორა თაქთაქიშვილი (3 000 ლარი). ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, არაფულადმა შემოწირულობებმა 17 600 ლარი შეადგინა.
 

ახალი ამბები