კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობა გამგეობებში შტატების ხელოვნურად ზრდაზე საუბრობს

22 ოქტომბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

„ნაციონალებს აყვედრიდნენ, გაბერილი შტატები გქონდათო. აბა, გადახედეთ რა ხდება გამგეობებში, რამდენი ადამიანია დასაქმებული წინასაარჩევნოდ“, – აცხადებს Humanrights.ge–სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა.

Humanrights.ge–მ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით გაარკვია, რომ მიმდინარე წელს გამგეობამ ხელშეკრულებით 46 ადამიანი აიყვანა, რომელთა ხელფასი 100–დან 420 ლარამდე მერყეობს. იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია ამ ადამიანებისთვის ხელშეკრულების გაფორმება, ჩვენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობისშემსრულებელს, ზაზა ურუშაძეს დავუკავშირდით:

„ეს ადამიანები წლის დასაწყისში იყვნენ აყვანილები ხელშეკრულებით და მათ არავითარი კავშირი არა აქვთ არჩევნებთან. ყველასთან ფორმდება ერთთვიანიხელშეკრულება, თუ დავინახავთ, რომ აღარაა ამა თუ იმ შტატის საჭიროება, ცხადია, ხელშეკრულებას აღარ გავაგრძელებთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შტატების დამატება მხარდამჭერთა მოსამრავლებლად გვჭირდება, ძალიან ცდება,“ – გვითხრა ურუშაძემ.

მისივე თქმით, მაგალითად, ქალაქში რწმუნებულს 6 მთავარი სპეციალისტი ჰყავს და ეს გამოიწვია იმ შრომატევადმა საქმემ, რომელსაც ხვნა–თესვის კამპანიის დროს ჰქონდა ადგილი:

„ლანჩხუთი, მართალია, არაა დიდი ქალაქი, მაგრამ ეს ექვსი მთავარი სპეციალისტი უბნების მიხედვითაა განაწილებული, თან ხვნა–თესვის დროს აუცილებელი იყო კადრების დამატება,“ – აღნიშნავს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის თქმითაც, ნაციონალების დროს ქალაქში რწმუნებულს 12 თანაშემწეჰყავდა.

გაბერილ შტატებზე საუბრობენ ოზურგეთის გამგეობაშიც. ოპოზიცია აცხადებს, რომ გამგეობებში ახალი შტატები „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით დარჩიამ დაამატა და მაგალითად, სოფელ ჭანიეთში სპეციალისტის თანამდებობაზე თავისი ნათესავი დაასაქმა. თუმცა დარჩია ამას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ეს ბრალდება აბსურდია:

„ჯერ ერთი, ჭანიეთში დასაქმებული ადამიანი ჩემი ნათესავი არაა, ვიცნობ, მაგრამ ნათესავი არაა. მეორე, ტყუილია, თითქოს საარჩევნოდ "ქართული ოცნება" გამგეობაში შტატებს ამატებს. ეს ჭორია და მეტი არაფერი“, – ამბობს დარჩია.
 

ახალი ამბები